Star Wars: Episode VII – The Force Awakens
Every saga has an end 😦 ასე გადაწყვიტა ჯორჯ ლუქასმა და 2005 წლის 19 მაისს
კალამი ბლასტერი კამერა ლურსმანზე ჩამოკიდა. მაგრამ, არასდროს თქვა არასდროსო, – ცნობილია. 2012 წელს “ლუქას ფილმზი” (Lucasfilm) მთელი თავისი ავლა-დიდებით: პერსონაჟებით, სცენარებით, საავტორო უფლებებით და “ინდასთრიალ ლაით ენდ მეჯიქით” (Industrial Light & Magic) კორპორაცია “დიზნის” (The Walt Disney Company) მიჰყიდა. სამ ეპიზოდს დავამატებთო, დაგვპირდნენ – VIII-IX-X და კიდევ სამ ცალკემდგომ (ე.წ. Standalone) ფილმსაც გადავიღებთო.
- ჯინს თუ ბოთლიდან ამოუშვებ, მისი უკან ჩაბრუნება ძალიან ძნელია. დღეს „ვარსკვლავურ ომებს“ მთელს მსოფლიოში მილიონობით (თუ მილიარდობით არა) თაყვანისმცემელი ჰყავს. ვარსკვლავური საგის შესახებ დაწერილია წიგნები, დახატულია კომიქსები. კლასიკური 6 ფილმის გარდა, გადაღებულია ანიმაციური სერიალები, სპექტაკლები და რადიო-დადგმებიც არის. „ვარკსკვლავური ომების“ თემატიკაზე შექმნილია სხვადასხვა ჟანრის კომპიუტერული თამაშები. ამ ყველაფერს აერთიანებს ე.წ. „ვარკვლავური ომების გაფართოებული სამყარო“ (Star Wars Expanded Universe – Star Wars EU, SWEU). „გაფართოებული სამყარო“ ვარსკვლავური საგის ოფიციალური ნაწილია – ლუქასის ნების გარეშე, ვერვინ გაფაჩუნდებოდა იქ. SWEU-ში აღწერილი ამბები მრავალ ათას წელს მოიცავს და მნიშვნელოვნად ცდება კლასიკური 6-ფილმიანი საგის ქრონოლოგიას.
Continue reading ‘December 14, 2015: ამ დღეს ველოდი, მოვესწარ…’