დართ კრაიტის მოკვლის შემდეგ დართ უირლოკმა თავისი რაზმით კორიბანს მიაშურა, სადაც ერთი სითჰის სხეული აკლდამაში მოათავსა, სხვებს კი განუცხადა, რომ იმპერატორი ლეთარგიულ ძილს მიეცა და მის გაღვიძებამდე იმპერიის მართვა საკუთარ ხელში აიღო. მან შეძლო დართ სტრაიფის, იმპერიის მთავარი მოფის, მორლიშ ვიდისა და საიმპერიო მისიის (იმპერიის დიპლომატიური სამსახურის) ხელმძღვანელის, კონრად რუსის (Konrad Rus) დარწმუნება, თუმცა დართ კრაიტის კიდევ ერთი თანამებრძოლი, დართ მალადი ეჭვებმა შეიპყრო. მან თავისი შიში დართ ნიჰილს გაუმხილა და დაარწმუნა, კორიბანზე გამგზავრებულიყო და სიმართლე გამოერკვია.
ამასობაში დართ უირლოკმა საბოლოო პროტოკოლი გამოსცა, რაც პლანეტა მონ კალამარიზე ყველა ცოცხალი არსების განადგურებას გულისხმობდა.
Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის დაბრუნება’