Archive for the 'SWEU' Category

26
ივნ
11

გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის დაბრუნება

darth-wyyrlokდართ კრაიტის მოკვლის შემდეგ დართ უირლოკმა თავისი რაზმით კორიბანს მიაშურა, სადაც ერთი სითჰის სხეული აკლდამაში მოათავსა, სხვებს კი განუცხადა, რომ იმპერატორი ლეთარგიულ ძილს მიეცა და მის გაღვიძებამდე იმპერიის მართვა საკუთარ ხელში აიღო. მან შეძლო დართ სტრაიფის, იმპერიის მთავარი მოფის, მორლიშ ვიდისა და საიმპერიო მისიის (იმპერიის დიპლომატიური სამსახურის) ხელმძღვანელის, კონრად რუსის (Konrad Rus) დარწმუნება, თუმცა დართ კრაიტის კიდევ ერთი თანამებრძოლი, დართ მალადი ეჭვებმა შეიპყრო. მან თავისი შიში დართ ნიჰილს გაუმხილა და დაარწმუნა, კორიბანზე გამგზავრებულიყო და სიმართლე გამოერკვია.

ამასობაში დართ უირლოკმა საბოლოო პროტოკოლი გამოსცა, რაც პლანეტა მონ კალამარიზე ყველა ცოცხალი არსების განადგურებას გულისხმობდა.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის დაბრუნება’

16
აპრილი
10

გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია (ნაწილი 2)

გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია (ნაწილი 1)

Roan Felროან ფელის დამხობისა და ჯედაების დამარცხების შემდეგ, დართ კრაიტის ხელში აბსოლუტური ძალაუფლება მოექცა. ის გახდა იმპერატორი, ერთი სითჰის ორდენის მეთაური, მოფების საბჭოს თავმჯდომარე და კურესანტის დაცვის ფლოტის მთავარსარდალი. მისი მიზანი სითჰების ახალი იმპერიის შექმნა იყო, ბევრად  აღმატებულის, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა, თუმცა, ამ გეგმების განხორციელებას ტახტიდან ჩამოგდებული იმპერატორი როან ფელი აღუდგა წინ. კრაიტმა მისი ორეული მოკლა მხოლოდ, მაშინ როდესაც იმპერატორმა,  საიმპერატორო გვარდიის მებრძოლებთან ერთად, პლანეტა ბასტიონს (Bastion) შეაფარა თავი. მალე ფელს მისი ერთგული მეომრები, დართ ნილს გადარჩენილი ჯედაები და დართ კრაიტის აღზევებით უკმაყოფილო სხვადასხვა ჯურის მეამბოხენი შეუერთდნენ. მოფებს შორისაც იყვნენ ისეთნი, ვინც კვლავ დამხობილ იმპერატორს ემხრობოდნენ. Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია (ნაწილი 2)’

19
მარ
10

გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია

ფელების დინასტიის დამხობის შემდეგ დართ კრაიტმა სითჰების იმპერიის აღდგენა გამოაცხადა.

Darth Krayt on throne დართ კრაიტი იყო გამოჩენილი ჯედაი და ანაკინ სქაიუოკერის სიყრმის მეგობარი –  გენერალი აშარად ჰეთი (A’Sharad Hett). კლონების ომის დროს ის რესპუბლიკის არმიას სარდლობდა და ბრძოლებში თავიც გამოიჩინა. დართ სიდიუსის და დართ ვეიდერის მიერ მოწყობილი ჯედაების ჟლეტვის დროს მან მშობლიურ ტატუინს შეაფარა თავი და იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაიწყო მზადება, ამავე დროს ჯედაი საკუთარ ტომს ჩაუდგა სათავეში და ტატუინზე შემოჭრილი სხვა რასების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო. ობი-ვან კენობი, რომელიც აგრეთვე გადაურჩა სითჰებს, ფიქრობდა, რომ შურისძიების სურვილი სულ უფრო მეტად ეუფლებოდა აშარადის სულს და ის, თანდათანობით, ბნელი ძალის მხარეს გადადიოდა. Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია’

10
თებ
10

გალაქტიკური ისტორია: ფელების იმპერია

მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომის შემდეგ ჰეიფსის კონსორციუმმა თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია დატოვა, ამდენად, ფედერაციის შემადგენლობაში Jagged Felმხოლოდ ახალი რესპუბლიკა და ახალი იმპერია დარჩნენ. გალაქტიკური ალიანსის სახელმწიფოს მეთაური ნატასი დაალა გახდა.

43 ABY ახალი იმპერიის სათავეში ფელის დინასტია მოექცა. ჯაგედ ფელი (Jagged Fel), რომელიც თავის დროზე კილიკების წინააღმდეგ ჩისების მხარეს იბრძოდა, მოგვიანებით კი, ჯედაების მხარდამხარ – დართ კაიდუსის წინააღმდეგ, მოფებმა იმპერატორად გამოაცხადეს. მან მიზნად იმპერიის გაძლიერება განიზრახა, ოღონდ – ომის გარეშე. ფორმალურად ახალ იმპერიას ალიანსი არ დაუტივებია, მაგრამ სულ უფრო მეტად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა და თავის გავლენას აფართოებდა.

43–130 ABY ფელების იმპერიის წლებია. Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: ფელების იმპერია’

02
დეკ
09

გალაქტიკური ისტორია: მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი (part 2)

(მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი.  ნაწილი პირველი)

Jacen Solo გალაქტიკურ სადგურ ტორიაზზე, სადაც ალიანსელთა და კორელიანელთა შორის მოლაპარაკებები მიმდინარებდა, რომლის დროსაც ლუმიამ პრემიერი საქსანი მოკლა, ჯეისენ სოლომ ძველ ხელნაწერს მიაგნო. ეს სითჰების საიდუმლო სწავლება იყო. ჯეისენს სურდა, დაუფლებოდა ამ საიდუმლოს, თითქოს ეს მტრების დამარცხებაში უნდა დახმარებოდა, თუმცა, სინამდვილეში, მისი სული ნელ-ნელა ბნელმა მხარემ მოიცვა. მას ესიზმრებოდა, როგორ ებრძოდა და ამარცხებდა ბიძას…  ლედი ლუმიამ ჯეისენ სოლო, მისი მოწაფე და შეყვარებული ნელანი დინი (Nelani Dinn) და ბენ სქაიუოქერი პლანეტა ბიმიელის (Bimmiel) მახლობელ ასტეროიდზე შეიტყუა და თავისი ვინაობა გაუმხილა. ნელანი დინმა მისი მოკვლა სცადა, მაგრამ სოლომ ლუმია დაიცვა და ჯედაი მოკლა. ამის შემდეგ ის ლედი ლუმიას მოწაფე გახდა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გალაქტიკური ალიანსის მცველთა ორდენის შექმნამდე მოხდა. Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი (part 2)’

17
ნოე
09

გალაქტიკური ისტორია: მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი (part 1)

კილიკების დამარცხების შემდეგ, ქალ ომასი თავისი ხელისუფლების გაძლიერებას შეეცადა – მას ალიანსის მმართველობის მეტი ცენტრალიზება სურდა, რაც, როგორც ჯედაების, ასევე ალიანსში შემავალი, დღევანდელი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, სუბიექტების უკმაყოფილებას იწვევდა. ომასს იმპერიის აღდგენაში სდებდნენ ბრალს.

კორელიანელებმა, რომლებმაც თავის დროზე იმპერიის დამარცხებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს, ქალ ომასის მიერ გაზრდილი გადასახადების გადახდაზე უარი განაცხადეს. ამავე დროს, ალიანსისთვის ცნობილი გახდა, რომ კორელიანელები სამხედრო ფლოტის გაძლიერებითა და იარაღის წარმოებით იყვნენ დაკავებულნი.

40 ABY ალიანსის ფლოტსა და კორელიანელთა ფლოტს შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი (part 1)’

02
ნოე
09

გალაქტიკური ისტორია: თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია

იუჟან ვონგები დამარცხდნენ, თუმცა, შეიძლება ითქვას, მათ თავინთი მისია ერთგვარად შესრულეს კიდეც – ახალმა რესპუბლიკამ და ახალმა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, ყოველ შემთხვევაში, იმ ფორმით, როგორადაც ეს ორი სამყარო იუჟან ვონგებთან შეტაკებამდე არსებობდა.

28 ABY ახალი რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურმა, ქალ ომასმა (Cal Omas) სახელმწიფო რეფორმა განახორციელა, რის შედეგადაც თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია (Galactic Federation of Free Alliances) დაფუძნდა. მასში გაერთიანდა არა მხოლოდ ახალი რესპუბლიკა, არამედ ახალი იმპერია და, ამათ გარდა, ჰეიფსის კონსორციუმი (Hapes Consortium) – ჰეიფსის კლასტერში მდებარე მონარქია.

გალაქტიკური ალიანსის სატახტო პლანეტად – კურესანტი გამოცხადდა, თუმცა იუჟან ვონგებთან ომის დროს ის იმდენად იყო დანგრეული, რომ მის აღდგენას 2 წელიწადი დასჭირდა.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია’

22
ოქტ
09

გალაქტიკური ისტორია: ბრძოლა იუჟან ვონგთან

წინა პოსტში ვწერდი, როგორ დაზავდნენ 19 ABY ახალი რესპუბლიკა და ახალი იმპერია, რამდენიმე წლის შემდეგ ამ ზავის სიმტკიცეს პირველი გამოცდა ელოდა – გამოჩნდა მტერი, რომელიც რესპუბლიკას წალეკვით დაემუქრა – ეს იუჟან ვონგები იყვნენ.

იუჟან ვონგი (Yuuzhan Vong) იყო ადამინთა რასა შორეული გალაქტიკებიდან. Yuuzhan Vong ისინი რელიგიური ფანატიკოსები და ერთგვარი კოსმიური ლუდიტები იყვნენ – იბრძოდნენ ყოველგვარი მექანიკური ტექნოლოგიების მოსასპობად. თავად იუჟან ვონგები ბიოტექნოლოგიას იყენებდნენ – მათი იარაღი, აღჭურვილობა და ტანსაცმელიც კი გენეტიკური და ორგანული წარმომავლობისა იყო.

იუჟან ვონგები ძალის (The Force) ზემოქმედებას თითქმის არ ემორჩილებოდნენ.
ისინი რასობრივი ფილოსოფიის მიმდევრები იყვნენ, პლანეტიდან პლანეტაზე გადადიოდნენ, მათი ხედვით, “მდაბალი” რასების დამორჩილებისა და მოსპობის სურვილით. ამავე დროს, ფანატიკური რელიგიურობით გამოირჩეოდნენ, მათ შორის პოლითეიზმი იყო გავრცელებული, უმაღლესი ღვთაება – იუნ-იუჟანი იყო – ყველაფრის დასაბამი. პანთეონში უმაღლეს საფეხურზე იყო ასევე იუნ-იამკა – ომის ღმერთი.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: ბრძოლა იუჟან ვონგთან’

08
ოქტ
09

გალაქტიკური ისტორია: ზავი იმპერიასთან

11 ABY, პალპატინის მორიგი და საბოლოო სიკვდილის შემდეგ, კურესანტი კვლავ რესპუბლიკის ხელში გადავიდა. სენატმა რიგი რეფორმები გაატარა – შექმნა სპეციალური (თავდაცვის, უსაფრთხოების, სამართლის, ვაჭრობის…) საბჭოები – თითოეული კონკრეტულ სფეროზე იყო პასუხისმგებელი, მათი თავმჯდომარეები კი მმართველ საბჭოში გაერთიანდნენ. მმართველი საბჭო ახალი რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო გახდა და სახელმწიფოს მეთაურის გადაყენების უფლებაც კი მიიღო.

მონ მოთმამ თავისი პოსტი საკუთარი ნებით დატოვა და 12 ABY სენატმა სახელმწიფოს ახალ მეთაურად ლეია ორგანა-სოლო დაამტკიცა.

ამავე დროს, სენატმა ლიუკ სქაიუოკერს ჯედაების ორდენის აღორძინების ნება დართო. პლანეტა იავინ IV-ზე ჯედაების ახალმა აკადემიამ დაიდო ბინა.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: ზავი იმპერიასთან’

04
ოქტ
09

გალაქტიკური ისტორია: პალპატინის დაბრუნება

ადმირალ თრაუნის დაღუპვის შემდეგ, კაპიტანმა პელაეონმა იმპერიის ფლოტს უკან დახევა უბრძანა. ახალი რესპუბლიკის ფლოტი მას უკან დაედევნა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაენადგურებინა, მაგრამ ამ დროს იმპერიის რამდენიმე ყოფილმა მხედართმთავარმა ძალები  გააერთიანა და პლანეტა კურესანტზე უეცარი შეტევა განახორციელა. ეს მანევრი წარმატებული გამოდგა – პლანეტის დამცველები უკუიქცნენ და კურესანტი კვლავ იმპერიის ძალთა ხელში გადავიდა, მაგრამ გამარჯვებულებმა გამარჯვება ვერ გაიყვეს – მათ შორის შინაომი ატყდა, რითაც რესპუბლიკამ ისარგებლა, მომხდურთ შეუტია და უკუაგდო.

ამის შემდეგ, ახალი რესპუბლიკის ფლოტმა იმპერიას კიდევ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიაყენა – ასე ჩანდა, რომ ის საბოლოოდ იყო განადგურებული. იმპერიის ყოფილი დომინიონები ერთი მეორის მიყოლებით გადადიოდნენ ახალი რესპუბლიკის მორჩილებაში, მაგრამ პალპატინის ხელახალმა გამოჩენამ იმპერიის ბრძოლას ახალი სული შთაბერა.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: პალპატინის დაბრუნება’




რედაქტორი

Member of The Internet Defense League

Wildlife Rescue

Support WWF

Follow Us

Creative Commons