Archive for the 'STAR WARS' Category

16
დეკ
17

December 9, 2017: ახალი ძველი “ომები”

Star Wars: Episode VIII – The Last Jedi

watermarked-The Last Jedi Posterუკანასკნელი ჯედაის” (Star Wars: The Last Jedi) პრემიერა 9 დეკემბერს გაიმართა ლოს ანჯელესში, თბილისში კი ფილმი 14 დეკემბერს გამოვიდა ეკრანებზე. 5 დღე. იცი, ამ პოსტის მკითხველო, ეს რა 5 დღე იყო? კრიტიკოსთა შეფასებების კითხვის 5 დღე, სადაც ყველაზე საზარელი სიტყვები იყო “უკიდურესი გაწბილება“… მართლა შემეშინდა, რომ რაღაც საშინელება გადაიღეს. შემეშინდა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ვარსკვლავური საგა და მისი ჩაფლავება, აბა, რა გასახარია. და ძალიან მიყვარს კომპანია Disney, ვინც საგის გაგრძელება ითავა.

ვნახე ფილმი.

Continue reading ‘December 9, 2017: ახალი ძველი “ომები”’

23
დეკ
16

December 14, 2015: ამ დღეს ველოდი, მოვესწარ…

Star Wars: Episode VII – The Force Awakens

SW EpVII posterEvery saga has an end 😦 ასე გადაწყვიტა ჯორჯ ლუქასმა და 2005 წლის 19 მაისს კალამი ბლასტერი კამერა ლურსმანზე ჩამოკიდა. მაგრამ, არასდროს თქვა არასდროსო, – ცნობილია. 2012 წელს “ლუქას ფილმზი” (Lucasfilm) მთელი თავისი ავლა-დიდებით: პერსონაჟებით, სცენარებით, საავტორო უფლებებით და “ინდასთრიალ ლაით ენდ მეჯიქით” (Industrial Light & Magic) კორპორაცია “დიზნის” (The Walt Disney Company) მიჰყიდა. სამ ეპიზოდს დავამატებთო, დაგვპირდნენ – VIII-IX-X და კიდევ სამ ცალკემდგომ (ე.წ. Standalone) ფილმსაც გადავიღებთო.

  • ჯინს თუ ბოთლიდან ამოუშვებ, მისი უკან ჩაბრუნება ძალიან ძნელია. დღეს „ვარსკვლავურ ომებს“ მთელს მსოფლიოში მილიონობით (თუ მილიარდობით არა) თაყვანისმცემელი ჰყავს. ვარსკვლავური საგის შესახებ დაწერილია წიგნები, დახატულია კომიქსები. კლასიკური 6 ფილმის გარდა, გადაღებულია ანიმაციური სერიალები, სპექტაკლები და რადიო-დადგმებიც არის. „ვარკსკვლავური ომების“ თემატიკაზე შექმნილია სხვადასხვა ჟანრის კომპიუტერული თამაშები. ამ ყველაფერს აერთიანებს ე.წ. „ვარკვლავური ომების გაფართოებული სამყარო“ (Star Wars Expanded Universe – Star Wars EU, SWEU). „გაფართოებული სამყარო“ ვარსკვლავური საგის ოფიციალური ნაწილია – ლუქასის ნების გარეშე, ვერვინ გაფაჩუნდებოდა იქ. SWEU-ში აღწერილი ამბები მრავალ ათას წელს მოიცავს და მნიშვნელოვნად ცდება კლასიკური 6-ფილმიანი საგის ქრონოლოგიას.

Continue reading ‘December 14, 2015: ამ დღეს ველოდი, მოვესწარ…’

04
ნოე
12

Thanks, Disney!!!

afp-getty_103394894-1200x893რასაც ამდენი ხანი ველოდით, უკვე რეალობაა!

კომპანია უოლთ დიზნიმ შეისყიდა ლუქას ფილმზი და აპირებს ვარსკვლავური ომების საგის გაგრძელებას.

როგორც გვპირდებიან, მინიმუმ 3 ეპიზოდს გადაიღებენ და მე-7 ეპიზოდი ეკრანებზე უკვე 2015 წელს გამოვა. Continue reading ‘Thanks, Disney!!!’

03
მარ
09

May 19, 2005: Every saga has an end :(

„მესამე ეპიზოდის“ ფაბულა, ყველა სხვა დანარჩენის მსგავსად, ისევ იმ 1973 წლის ჩანაწერებითა და ჩანახატებით გავსებული ლუკასის ლეგენდარული „ვარსკვლავური“ ბლოკნოტით საზრდოობდა, თუმცა, მოგვიანებით რეჟისორმა, რა თქმა უნდა, საფუძვლიანად გადაამუშავა პირვანდელი იდეა, მოიგონა ახალი პერსონაჟები და ძველებს კი ბიოგრაფია ახალი დეტალებით გაუმდიდრა.

სცენარზე მუშაობა ლუკასმა ჯერ კიდევ „კლონების შეტევის“ გადაღების პარალელურად დაიწყო. 2003 წელს მან „მესამე ეპიზოდის“ სცენარი დაასრულა და ის „გასაჩარხად“ ტომ სტოპარდს გადასცა.

Continue reading ‘May 19, 2005: Every saga has an end :(‘

29
იან
09

May 16, 2002: Clones & Clowns

„ვარსკვლავური ომების“ „მეორე ეპიზოდი – კლონების შეტევა“ 2002 წლის 16 მაისს გამოვიდა ეკრანებზე.

„მეორე ეპიზოდი“ ახალი ტექნოლოგიით – მაღალი გარჩევადობის 24-კადრიანი ციფრული HDW-F900 კამერით გადაღებული პირველი ფილმია. ამით ფილმის ღირსებები ამოიწურება 😦 ამდენად, არც ისაა გასაკვირი, რომ „კლონების შეტევა“ ერთადერთია საგაში, რომლის კინოგაქირავებიდან პირველი წლის შემოსავალი გაწეულ ხარჯებზე ნაკლები აღმოჩნდა. შემოსავლების მიხედვით „მეორე ეპიზოდი“ ჩამორჩა ფილმებს: „ბეჭდების მბრძანებელი – ორი კოშკი“, „ჰარი პოტერი – საიდუმლოებათა ოთახი“ და (ვაი სირცხვილო და თავის მოჭრავ!) – „სპაიდერმენი“. 😦

Continue reading ‘May 16, 2002: Clones & Clowns’

05
ნოე
08

May 19, 1999: Every saga has a beginning

Every generation has a legend.

Every journey has a first step.

Every saga has a beginning.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი საგის გადაღება ლუკასმა შუიდან – „მეოთხე ეპიზოდით“ დაიწყო, „პირველი ეპიზოდის“ შავი სცენარი მან ჯერ კიდევ 1976 წელს დაწერა. მართალია, ის სულ რაღაც 15 გვერდი იყო, მაგრამ სწორედ ეს 15 გვერდი დაედო საფუძვლად ვარსკვლავური საგის „პირველ ეპიზოდს“.

1994 წლის 1 ნოემბერს ჯორჯ ლუკასი სცენარს ჩაუჯდა. თავდაპირველი ჩანაფიქრით მას „დასაწყისი“ (“The Beginning”) უნდა რქმეოდა, მუშაობის პროცესში სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად სახელწოდებაც შეიცვალა და ფილმი გაქირავებაში „მოჩვენებითი საფრთხის“ (“Phantom Menace”) სახელით გამოვიდა.

Continue reading ‘May 19, 1999: Every saga has a beginning’

07
ივლ
08

ვარსკვლავური ომები: ვარსკვლავური ფილმი ვარსკვლავების გარეშე (part 3)

როდესაც ლუკასი ”მეექვსე ეპიზოდის” გადაღებიდან ათეული წლის შემდეგ ”ვარსკვლავური ომების” გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა, ის კვლავ ძველი დილემის წინაშე დადგა – მოეწვია თუ არა ფილმში ვარსკვლავები. როგორც თავად ამბობს, მან ტრადიციის შენარჩუნება გადაწყვიტა- ”ვარსკვლავური ომები” არის ფილმი ახალბედა და ნაკლებად ცნობილი მსახიობებით… თუმცა, პირველი და მეორე ტრილოგია ამ მხრივ მაინც განსხვავებულია: ძნელია ლაიამ ნისონის (კვაი-გონ ჯინი), სემიუელ ელ ჯექსონის(მაგისტრი ვინდუ), ან ნატალი პორტმანის (პადმე, დედოფალი ამიდალა) შედარება დეივიდ პრაუსთან, მარკ ჰალმილთან, კერი ფიშერთან და 1977 წლის გამოშვების ფორდთან :).  ნატალი პორტმანს უკვე ნათამაშები აქვს ლიუკ ბესონის ”ლეონში”, ლაიამ ნისონს ”შინდლერის სიაში”, სემიუელ ელ ჯექსონს ”მაკულატურაში” (“Pulp Fiction”-ში).

Continue reading ‘ვარსკვლავური ომები: ვარსკვლავური ფილმი ვარსკვლავების გარეშე (part 3)’

01
ივნ
08

ვარსკვლავური ომები: ვარსკვლავური ფილმი ვარსკვლავების გარეშე (part 2)

ჰარისონ ფორდმა – ჰან სოლომ (Harrison Ford AKA Han Solo) ”ვარსკვლავურ ომებში” გადაღებამდე პატარა როლი შეასრულა ლუკასისეულ ”ამერიკულ გრაფიტიში”, აგრეთვე, კიდევ უფრო ადრე, გაიელვა ანტონიონის ფილმში ”ზაბრისკი პოინტ”.

”მეოთხე ეპიზოდისთვის” მსახიობთა შერჩევისას ის ჯორჯ ლუკასს ეხმარებოდა – კითხულობდა პერსონაჟთა რეპლიკებს და თან საკუთარ კომენტარებსაც არ იშურებდა, მაგალითად ასეთს:

”რა ჯანდაბაა… ჯორჯ, შენ კი ბეჭდავ ამ სისულელეს, მაგრამ, ნიძლავსა ვარ, თავადაც კი ვერასოდეს გამოთქვამ!”

მიუხედავად იმისა, რომ თავად ფორდი როლზე არ გაუსინჯავთ, ჰან სოლო საბოლოო ჯამში სწორედ ის გახდა.

Continue reading ‘ვარსკვლავური ომები: ვარსკვლავური ფილმი ვარსკვლავების გარეშე (part 2)’

27
იან
08

ვარსკვლავური ომები: ვარსკვლავური ფილმი ვარსკვლავების გარეშე (part 1)

David Prowse, Mark Hamill, Carrie Fisher

როდესაც ჰოლივუდში იწყებენ ფილმის გადაღებას ვარსკვლავების გარეშე, ეს, უმრავლეს შემთხვევაში, ფილმის არცთუ მდიდარი ბიუჯეტისა და პროდიუსერთა ხელმომჭირნეობის ბრალია.

”ვარსკვლავური ომების” შემთხვევა განსხვავებულია – კინოკომპანია ფილმში ვარსკვლავების თუ არა, ცნობილი მსახიობების მონაწილეობით მაინც იყო დაინტერესებული, მაგრამ ლუკასმა ყველა შეთავაზებული კანდიდატურა (ბერტ რეინოლდსი, ქრისტოფერ უოქენი, ჯოდი ფოსტერი) დაიწუნა და როლები ახალბედა დეივიდ პრაუსს, მარკ ჰალმილს, ჰარისონ ფორდს, კერი ფიშერს ჩამოურიგა. ფორდის გამოკლებით, ეს მსახიობები, ფაქტობრივად, ერთი როლის მსახიობებად დარჩნენ – არც ”ვარსკვლავურ ომებამდე” და არც ”ვარსკვლავური ომების” შემდეგ მაინცდამაინც ღირებული კინოში არაფერი შეუქმნიათ.

Continue reading ‘ვარსკვლავური ომები: ვარსკვლავური ფილმი ვარსკვლავების გარეშე (part 1)’

18
იან
08

May 25, 1983: Show Must go On!!!

მეფე ლირი და ლორდი ვეიდერი

გავიდა ერთი წელი ”მეხუთე ეპიზოდის” გადაღებიდან და სითჰები და ჯედაები გადასაღებ მოედანს დაუბრუნდნენ – 1982 წლის დასაწყისში იწყება ”ვარსკვლავური ომების” მესამე ფილმის გადაღებები. სცენარი კვლავ ლოურენს კაზდანმა დაწერა, ამჯერად უკვე ჯორჯ ლუკასის აქტიური თანამონაწილეობით, რეჟისორად კი დეივიდ ლინჩი მიიწვიეს, მაგრამ, ხანმოკლე ყოყმანისა და ფიქრის შემდეგ, ლინჩი უარს ამბობს ამ წინადადებაზე და სტუდია ”იუნივერსალ ფიქჩერზში” ფრენკ ჰერბერტის საკულტო რომანის ”დიუნა” გადაღებას ირჩევს. მაშინ ლუკასი რეჟისურას რიჩარდ მარქანდს ანდობს.

Continue reading ‘May 25, 1983: Show Must go On!!!’




რედაქტორი

Member of The Internet Defense League

Wildlife Rescue

Support WWF

Follow Us

Creative Commons