19
მარ
10

გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია

ფელების დინასტიის დამხობის შემდეგ დართ კრაიტმა სითჰების იმპერიის აღდგენა გამოაცხადა.

Darth Krayt on throne დართ კრაიტი იყო გამოჩენილი ჯედაი და ანაკინ სქაიუოკერის სიყრმის მეგობარი –  გენერალი აშარად ჰეთი (A’Sharad Hett). კლონების ომის დროს ის რესპუბლიკის არმიას სარდლობდა და ბრძოლებში თავიც გამოიჩინა. დართ სიდიუსის და დართ ვეიდერის მიერ მოწყობილი ჯედაების ჟლეტვის დროს მან მშობლიურ ტატუინს შეაფარა თავი და იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაიწყო მზადება, ამავე დროს ჯედაი საკუთარ ტომს ჩაუდგა სათავეში და ტატუინზე შემოჭრილი სხვა რასების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო. ობი-ვან კენობი, რომელიც აგრეთვე გადაურჩა სითჰებს, ფიქრობდა, რომ შურისძიების სურვილი სულ უფრო მეტად ეუფლებოდა აშარადის სულს და ის, თანდათანობით, ბნელი ძალის მხარეს გადადიოდა. ობი-ვანი შეეცადა, ყოფილი თანამებრძოლის შეჩერებას, მაგრამ ის არ დამორჩილდა და სიტყვიერი პაექრობა მათ შორის ორთაბრძოლით დასრულდა. ობი-ვანმა იმძლავრა და აშარად ჰეთს ხელი მოკვეთა, რის შემდეგაც, სიტყვა ჩამოართვა, რომ ის პლანეტა ტატუინიდან შორს გადაიხვეწებოდა. ჰეთი ასეც მოიქცა, მაგრამ სინამდვილეში ობი-ვანმა ამით მისი ბნელ მხარეს გადასვლა მხოლოდ დააჩქარა. ქარიშხალმა ჯედაის ხომალდი პლანეტა კორიბანზე გადაისროლა. იქ აშარად ჰეთს სითჰების ერთ-ერთი პირველი ლორდის ქსო-ქსაანის (XoXaan) ხმა ჩაესმა, რომელმაც ის მღვიმის კართან მიიყვანა, სადაც სითჰების ჰოლოკრონი ინახებოდა.  ქსო-ქსაანის სულმა აშარადს განუცხადა, რომ დიდი ხანია უკვე ელოდა მისი ძალისა და განსწავლულობის რაინდს, რათა დაემოწაფებინა და ჯედაიც დათანხმდა.

თავად ჰეთი მოგვიანებით ამბობდა, რომ სითჰების საუნჯე მას პალპატინისა და ანაკინ სქაიუოკერის დასამარცხებლად სჭირდებოდა, თუმცა, როდესაც ლორდმა ქსო-ქსაანმა მისი წვრთნა დაასრულა, სითჰების იმპერია უკვე დამხობილიყო და არც ვეიდერი და არც სიდიუსი ცოცხლები აღარ იყვნენ. ამ ამბით გაწბილებულმა აშარად შეთმა უცნობ რეგიონებს მიაშურა, სადაც იუჟან-ვონგებს ჩაუვარდა ტყვედ. იუჟან-ვონგებმა მას ობი-ვანის მიერ მოკვეთილი ხელი აღუდგინეს და მარცხენა თვალი იუჟან-ვონგების თვალით შეუცვალეს. ტყვეობაში აშარად ჰეთი ვერჟიას (Vergere) გადაეყარა. ვერჟიამ ის დაარწმუნა, რომ გალაქტიკა დასუსტდა, დანგრევის პირასაა და ძლიერ მეთურს ელის.

  • ვერჟია იყო ჯედაი, რომელიც გრაფ დუკუსა და მოგვიანებით კი, თავად Vergereდართ სიდიუსის მოწაფე გახდა. ის შეეცადა სიდიუსის მოკვლას, მაგრამ ვერ შეძლო. იმპერიატორმა მისი განადგურება ბრძანა, მაგრამ ვერჟიამ მკვლელებს თავი დააღწია და შორეულ რეგიონებს შეაფარა თავი, სადაც იუჟან ვონგებმა შეიპყრეს. ჯედაი მათ სამსახურში ჩადგა, თუმცა, იმავდროულად, თავად ეუფლებოდა იჟან-ვონგების ცოდნას. ვერჟიამ დაიმოწაფა ლედი ლუმია და ურჩია მას თავის მხრივ ჯეისენ სოლოს დამოწაფება.

ვერჟიას დახმარებით აშარად ჰეთმა ხომალდი გაიტაცა, იუჟან-ვონგებს თავი დააღწია და პლანეტა კორიბანზე დაბრუნდა. იქ მან დართ კრაიტის სახელით ახალი ორდენის დაარსება გამოაცხადა და სითჰების იმპერიის აღდგენის ფიცი დადო. ამავე დროს კრაიტმა დართ ბეინის “ორთა კანონის” რეფორმა განახორციელა. ბეინის წესის თანახმად, გალაქტიკაში ერთსა და იმავე დროს მხოლოდ ორი სითჰი უნდა ყოფილიყო – მოწაფე და მასწავლებელი. კრაიტის წესის თანახმად კი, სითჰების ერთი ორდენი იარსებებდა, რომელსაც მრავალი მიმდევარი ეყოლებოდა, მაგრამ, ამავე დროს, ორდენის ხელმძღვანელი იქნებოდა სუზერენი და სხვები – მისი ვასალები. ეს დაახლოებით 30 ABY მოხდა.

მთელი 100 წლის განმავლობაში სითჰთა ორდენი ფარულად არსებობდა, მანამ, სანამ „პირველ ეპიზოდში“ დართ მაული გამოჩნდა და ღიად დაუპირისპირდა ჯედაებს. ფელების იმპერიასა და ფედერაციას შორის დაწყებული ომის დროს ერთი სითჰის ორდენი ბრძოლაში ჩაება, რამაც იმპერიის გამარჯვება განაპირობა, რის შემდეგაც დართ კრაიტმა იმპერატორი რონ ფელი (უფრო ზუსტად კი, მისი ორეული, თუმცა, ამაზე – შემდგომ) მოკლა, ფელების დინასტია დაამხო და სითჰების იმპერია აღადგინა.

გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია (ნაწილი 2)

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___


1 პასუხი to “გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია”


  1. 1 Mero
    მარტი 23, 2010, 12:35 AM

    kargia, kargi. 😉 ramdeni xania kraitze infos cakitxva mindoda ara inglisru enaze da gaixare rom dade. 😉 imedia gagrdzeleba male eqneba. 🙂

    Like


Comments are currently closed.

რედაქტორი

Member of The Internet Defense League

Wildlife Rescue

Support WWF

Follow Us

Creative Commons


%d bloggers like this: