02
ნოე
09

გალაქტიკური ისტორია: თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია

იუჟან ვონგები დამარცხდნენ, თუმცა, შეიძლება ითქვას, მათ თავინთი მისია ერთგვარად შესრულეს კიდეც – ახალმა რესპუბლიკამ და ახალმა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, ყოველ შემთხვევაში, იმ ფორმით, როგორადაც ეს ორი სამყარო იუჟან ვონგებთან შეტაკებამდე არსებობდა.

28 ABY ახალი რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურმა, ქალ ომასმა (Cal Omas) სახელმწიფო რეფორმა განახორციელა, რის შედეგადაც თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია (Galactic Federation of Free Alliances) დაფუძნდა. მასში გაერთიანდა არა მხოლოდ ახალი რესპუბლიკა, არამედ ახალი იმპერია და, ამათ გარდა, ჰეიფსის კონსორციუმი (Hapes Consortium) – ჰეიფსის კლასტერში მდებარე მონარქია.

გალაქტიკური ალიანსის სატახტო პლანეტად – კურესანტი გამოცხადდა, თუმცა იუჟან ვონგებთან ომის დროს ის იმდენად იყო დანგრეული, რომ მის აღდგენას 2 წელიწადი დასჭირდა.

ალიანსს ტრიუმვირატი მართავდა (შემადგენელ სუბიექტთა წარმომადგენლების მიერ შექმნილი საბჭო) – უმაღლესი ხელისუფალი არჩეული სახელმწიფოს მეთაური იყო, რომელიც სათავეში ედგა ტრიუმვირატს და მთავრობას. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნოდა არჩეულ სენატს, რომელსაც თავმჯრომარე ჰყავდა. შეიარაღებულ ძალებს უმაღლესი მთავარსარდალი მეთაურობდა.

28 ABY-130 ABY თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაციის წლებია.

თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაციის პირველ სახელმწიფოს მეთაურად ქალ ომასი აირჩიეს, უმაღლესი მთავარსარდლის პოსტი კი გილად პელაეონმა დაიკავა.

35-36 ABY ალიანსს პირველი სამხედრო საფრთხე დაემუქრა, როდესაც ის კილიკებსა (Killiks) და ჩისებს (Chiss)  შორის ომში აღმოჩნდა ჩათრეული.killik

ჩისები იყო ჰუმანოიდთა რასა ე.წ. “უცნობი რეგიონებიდან” (Unknown Regions). ისინი ცნობილნი იყვნენ, როგორც მამაცი და კარგი მეომრები – სწორედ ამ ხალხს  ეკუთვნოდა გრანდ-ადმირალი თრაუნი.

კილიკები იყვნენ ალდერაანის (Alderaan) მცხოვრებლები. ისინი გარეგნულად მწერებს ჩამოგავდნენ, კოლონიებად ცხოვრობდნენ და მათ ერთიანი კოლექტიური აზროვნება გამოარჩევდათ.

27 ABY ჯედაი რაინარ თულის (Raynar Thul) ხომალდმა Raynar Thul ავარია განიცადა და ის კილიკების პლანეტაზე აღმოჩნდა. იქ მისი და კილიკების გონის შერწყმა მოხდა, რამაც კილიკების ქცევის შეცვლა გამოიწვია. რაინარის კოლონიამ ზრდა და სხვა კოლონიების დამორჩილება დაიწყო. ამის შემდეგ მათი სამფლობელოები ჩისების სამყაროს საზღვრებს მიუახლოვდა.

ჩისებმა კილიკების წაქეზებაში ჯედაები დაადანაშაულეს (რაც, გარკვეული თვალსაზრისით, სიმართლე იყო) და ქალ ომასს ულტიმატუმი წაუყენეს.

გალაქტიკური ალიანსი ომის თავიდან აცილებას შეეცადა, თუმცა ჯედაების ნაწილი თვლიდა, რომ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სწორედაც რომ კილიკების მოსპობა იყო საჭირო. ჰან სოლოსა და ლეია ორგანას ვაჟმა, ჯეისენ სოლომ (Jacen Solo), იერიში მიიტანა ჩისების ხომალდზე, რათა მათ ეს კილიკების მიერ ორგანიზებულ შეტევად მიეჩნიათ და ომში ჩაბმულიყვნენ. ალიანსი იძულებული გახდ�
�, ჩისების მხარეს გამოსულიყო. პასუხად, კილიკებმა გალაქტიკური ალიანსის ძალებზე მიიტანეს იერიში და მათი რამდენიმე ხომალდი იგდეს ხელთ, მათ შორის – გამანადგურებელი “ადმირალი აქბარი”, თუმცა უმაღლესი მთავარსარდლის გილად პელაეონისა და ჯედაების ორდენის დიდი მაგისტრის ლიუკ სქაიუოკერის ძალისხმევით კილიკების ექსპანსია შეჩერებული იქნა. ისინი დამარცხნენ და კვლავ თავინთ შორეულ პლანეტაზე უკუიქცნენ.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___



რედაქტორი

Member of The Internet Defense League

Wildlife Rescue

Support WWF

Follow Us

Creative Commons


%d bloggers like this: