გალაქტიკური ისტორია: ზავი იმპერიასთან

11 ABY, პალპატინის მორიგი და საბოლოო სიკვდილის შემდეგ, კურესანტი კვლავ რესპუბლიკის ხელში გადავიდა. სენატმა რიგი რეფორმები გაატარა – შექმნა სპეციალური (თავდაცვის, უსაფრთხოების, სამართლის, ვაჭრობის…) საბჭოები – თითოეული კონკრეტულ სფეროზე იყო პასუხისმგებელი, მათი თავმჯდომარეები კი მმართველ საბჭოში გაერთიანდნენ. მმართველი საბჭო ახალი რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო გახდა და სახელმწიფოს მეთაურის გადაყენების უფლებაც კი მიიღო.

მონ მოთმამ თავისი პოსტი საკუთარი ნებით დატოვა და 12 ABY სენატმა სახელმწიფოს ახალ მეთაურად ლეია ორგანა-სოლო დაამტკიცა.

ამავე დროს, სენატმა ლიუკ სქაიუოკერს ჯედაების ორდენის აღორძინების ნება დართო. პლანეტა იავინ IV-ზე ჯედაების ახალმა აკადემიამ დაიდო ბინა.

Kir Kanos vs. Carnor Jaxამასობაში, უიმპერატოროდ დარჩენილ იმპერიაში ხელისუფლებისთვის ბრძოლა გაჩაღდა. სამეფო გუშაგებმა პალპატინის ექიმი შეიპყრეს, რომელმაც  შეთქმულების ნამდვილი მეთაურის კარნორ ჯაქსის ვინაობა გაამჟღავნა. გუშაგთათვის წარმოუდგენელი იყო, რომ მოღალატე მათი რიგებიდან ყოფილა. ისინი შეიკრიბნენ, რათა შურისძიების გეგმა დაესახათ, მაგრამ ჯაქსმა მათ დაასწრო – იინჩორზე (Yinchorr) შეკრებილ გუშაგებს მოიერიშეები შეუსია. სამეფო გუშაგებმა ათასობით მომხდური მოკლეს, მაგრამ რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი ქნა და, საბოლოოდ, ყველა გუშაგი დაიღუპა. ყველა – ერთის გარდა. გადარჩენილი კირ კანოსი (Kir Kanos) იყო.  11 ABY მან აღასრულა გუშაგის ვალი და კარნორ ჯაქსი მოკლა.

ამის შემდეგ, იმპერიის სამხედრო ძალები დაიქსაქსა. იმპერიის პლანეტები შიდაომსა და ურთიერთშუღლმა მოიცვა. ეს დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა, ბოლოს, გამარჯვება ადმირალ ნატასი დაალას (Natasi Daala) დარჩა, რომელმაც ყოფილი იმპერიის 13 ყველაზე ძლიერი სარდალი მოკლა, მათი სამხედრო ძალა შეკრიბა, თავი იმპერიის სამხედრო ფლოტის უმაღლეს Daala მხედართმთავრად გამოაცხადა და აწ უკვე ვიცე-ადმირალის ჩინმინიჭებულ გილად პელაეონთან ერთად 12 ABY იავინ IV-ს  შეუტია.

თავდაპირველად, წარმატება მომხდურთა მხარეს იყო – პელაეონმა დაცვა გაარღვია და პლანეტაზე დესანტის გადასხმა მოახერხა, მაგრამ ისინი ჯედაებმა დახოცეს. თავად დაალამ რესპუბლიკის ფლოტის განადგურება სცადა (მათ შორის, ხომალდ Millennium Falcon-ის, რომელზედაც ჰან სოლო იმყოფებოდა), მაგრამ იმპერიასთან ბრძოლის ვეტერანმა ადმირალმა აქბარმა (Ackbar) (ის, როგორც “მეამბოხეთა ალიანსის” (Rebel Alliance) ფლოტის უმაღლესი მთავარსარდალი “მეექვსე ეპიზოდში” ჩნდება), კორელიანელთა დახმარებით უკუაგდო.

ნატსი დაალამ მთავარსარდლობა გილად პელაეონს გადააბარა და იმპერიის სამსახური დატოვა… თუმცა, ამ მარცხის შემდეგ იმპერიის გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა და სულ 6 სამყაროზე (გალაქტიკაზე) ვრცელდებოდა. მათ სწორედ ასე  “იმპერიის ნარჩენები” (Imperial Remnant) ან “ახალი იმპერიის ორდენი” (New Imperial Order) ეწოდებათ.

Akbarრამდენიმე წლის განმავლობაში ადმირალი პელაეონი ბრძოლას განაგრძობდა მაგრამ, მისთვის სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ეს ბრძოლა უაზრობა იყო, ყველა, ვისაც სხვა აზრი ჰქონდა ან მის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა – მან მოსპო და რესპუბლიკასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. 19 ABY ახალი იმპერიისა და რესპუბლიკის მეთაურებმა – გილად პელაეონმა და პონკ გავრისომმა (Ponc Gavrisom) სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა ერთმანეთის განადგურებაზე ხელი აიღეს, ამასთან, ნებისმიერ სისტემას (გალაქტიკას, პლანეტათა ჯგუფს) ნება მიეცა, თავად აერჩია, მოკავშირე და მეგობარი – იმპერია თუ რესპუბლიკა.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on October 8, 2009.

One Response to “გალაქტიკური ისტორია: ზავი იმპერიასთან”

  1. […] გალაქტიკური ისტორია: ზავი იმპერიასთა… […]

    Like

Comments are closed.

 
%d bloggers like this: