გალაქტიკური ისტორია: ახალი რესპუბლიკა. ბრძოლა ადმირალ თრაუნთან

ენდორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, პრინცესა ლეია ორგანამ, სენატორმა მონ მოთმამ და რესპუბლიკის აღდგენისთვის ბრძოლის ექვსმა სხვა მეთაურმა ახალი რესპუბლიკის დეკლარაციას და დროებითი საბჭოს შექმნას მოაწერეს ხელი.

დროებითმა საბჭომ თავის უახლოეს მიზნად კურესანტის გათავისუფლება გამოაცხადა. ენდორის ბრძოლიდან მეორე წელს ეს მიზანი მიღწეულ იქნა (რაც უკვე აღვწერე). ამის შემდეგ ახალ რესპუბლიკას რამდენიმე მცირე ბრძოლაში მოუწია მონაწილეობის მიღება იმპერიის ყოფილ სამხედრო პირებთან, რომლებმაც, იმპერატორ პალპატინისა და ლორდი ვეიდერის დაღუპვის შემდეგ, თავი დამოუკიდებელ მმართველებად გამოაცხადეს ცალკეულ პლანეტებზე (ისეთებთან, როგორიც იყო მაგალითად უკვე ნახსენები ადმირალი ზსინჯი).

5ABY-27ABY – ახალი რესპუბლიკის წლებია.

Princess Leia2 კურესანტზე გადასვლის შემდეგ, ახალი რესპუბლიკის სენატი იქნა მოწვეული. სახელმწიფოს პირველი მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალი მონ მოთმა გახდა. მანვე დაიკავა სენატის თავმჯდომარის პოსტი. ამდენად, მის ხელში მოექცა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლება. მის დაქვემდებარებაში იყო ლეია ორგანა – სახელმწიფო და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობდა.
რესპუბლიკის სამხედრო ძალებს უმაღლესი სარდალი ედგა სათავეში, იგი ითავსებდა თავდაცვის მინისტრის მოვალეობასაც.

9 ABY ახალ რესპუბლიკას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. ეს იყო გრანდ-ადმირალი თრაუნი, რომელმაც თავი მოუყარა გალაქტიკური იმპერიის სამხედრო ფლოტის გადარჩენილ ხომალდებს და ზედიზედ რამდენიმე ბრძოლაში მოახერხა რესპუბლიკის ფლოტის დამარცხება. თრაუნი ერთადერთი იყო არა ადამიანთა რასიდან, ვინც განსაკუთრებული ნიჭისა და ცოდნის წყალობით, გალაქტიკურ იმპერიაში ასე მაღალი სამხედრო ჩინი მოიპოვა.
თრაუნმა თავის სამხედრო მიზნად კურესანტის დაბრუნება დაისახა – რესპუბლიკის საგუშაგო ხომალდები დაამარცხა და პლანეტა უჩინარი ასტეროიდებით ალყაში მოაქცია, მაშინ რესპუბლიკამ დახმარება ე.წ. კონტრაბანდისტთა ალიანსს სთხოვა.

კონტრაბანდისტთა ალიანსს – შეადგენდნენ კორელიანელები (Corellians) – ადამიანთა რასა პლანეტა კორელიადან , რომლებიც ვაჭრობითა და კონტრაბანდით იყვნენ დაკავებულნი. ისინი მუდამ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ და ნებისმიერ საერთო-გალაქტიკურ ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ. კორელიანელები კარგი პილოტები და საუკეთესო მებრძოლები იყვნენ. „რესპუბლიკის აღდგენისთვის ალიანსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯარმ ბელ იბლისი, აგრეთვე კარგად ცნობილი ჰან სოლო (Han Solo) სწორედ პლანეტა კორელიადან იყვნენ. Thrawn

ადმირალი თრაუნი პლანეტა ბილბრინჯიზე  იმყოფებოდა და კურესანტზე გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადებოდა. ამ დროს მას ახალი რესპუბლიკისა და კონტრაბანდისტთა ალიანსის ერთობლივი ფლოტი დაესხა თავს, მაგრამ თრაუნმა მათი შეტევა გათვალა და მოწინააღმდეგენი მახეში მოაქცია, თუმცა, ლეია ორგანამ ადმირალის პირადი მცველის რუხის (Rukh) გადაბირება მოასწრო, რომელსაც გაანდო, რომ რუხის მშობლიური პლანეტა ნოგ
რი იმპერიას ქონდა დაიყრობილი. რუხმა თრაუნი მოკლა და მისი მოადგილე კაპიტანი პელაეონი კი დაჭრა.

ამის შემდეგ, იმპერიის ფლოტმა ბრძოლა შეწყვიტა და უკუიქცა.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on July 25, 2009.

 
%d bloggers like this: