გალაქტიკური ისტორია: გალაქტიკური იმპერიის დაშლა

მაგისტრ ჯედაის, გენერალ როან შრაინს (Roan Shryne), რომელიც იმპერატორ პალპატინის წინააღმდეგ იბრძოდა, ჩვენება ჰქონდა – მან დართ ვეიდერის სიკვდილი და სითჰების იმპერიის დამხობა იხილა. 19 BBY იმპერიის ძალთა მიერ პლანეტა კაშიიკზე (კაშიიკი ვუკიების (The Wookiees) მშობლიური პლანეტა იყო) განხორციელებული შეტევის დროს, ლორდმა ვეიდერმა შრაინი ორთაბრძოლაში დაამარცხა და მოკლა, თუმცა სიკვდილის წინ მაგისტრმა ჯედაიმ სითჰს თავისი წინასწარმეტყველური ზმანება გაუმხილა.

4 ABY როან შრაინის წინასწარმეტყველება ახდა – ენდორის ბრძოლის დროს, შვილის, ლიუკ სქაიუოკერის გადარჩენის მიზნით, დართ ვეიდერმა იმპერატორი დართ სიდიუსი მოკლა, თავად კი მიღებული ჭრილობებისგან (მეორე ვერსიით – იმის გამო, რომ ჩაფხუტი მოიხსნა, მის გარეშე კი სუნთქვა არ შეეძლო) გარდაიცვალა. მეორე „სიკვდილის ვარსკვლავი“ მეამბოხეებმა გაანადგურეს. სითჰების ბატონობა დაემხო, თუმცა, იმპერია ბოლომდე არ განადგურებულა.

Sate Pestage იმპერატორისა და ლორდ ვეიდერის დაღუპვის შემდეგ, ძალაუფლება დიდი ვეზირის სეით პესტაჯის (Sate Pestage) ხელში გადავიდა, თუმცა ადმირალმა ზსინჯმა (Zsinj), ადმირალმა ტერადოკმა (Teradoc), გენერალმა დელვარდუსმა (Delvardus) და იმპერიის რადმენიმე სხვა სარდალმა მისი ხელისუფლება არ ცნეს და სხვადასხვა პლანეტაზე საკუთარი მმართველობა დაამყარეს.

პესტაჯმა იცოდა, რომ იმპერიის შესანარჩუნებლად მხოლოდ სამხედრო ფლოტი საკმარისი არ იქნებოდა, და შეეცადა თავი ყველასათვის სითჰთა საიდუმლოებების მცოდნედ მოეჩვენებინა. მან შავი ძალის ტაძარიც კი ააგო და წინასწარმეტყველთა და ქურუმთა კასტაც შექმნა – თუმცა ეს მხოლოდ გარეგანი ფორმა იყო – სითჰ ლორდთა საუნჯეს ახალი იმპერატორი არ ფლობდა.

ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, პესტაჯი ფარულად ახალ რესპუბლიკას – პრინცესა ლეია ორგანას (Leia Organa) დაუკავშირდა. მისი შეთავაზება ასეთი იყო – იმპერია პლანეტა კურესანტს დაუთმობდა რესპუბლიკას, მაგიერ რესპუბლიკა მას ხელისუფლების შენარჩუნებაში უნდა დახმარებოდა, მაგრამ, იგი გალაქტიკური იმპერიის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა ისან ისარდმა (Ysanne Isard) ამხილა. ტრიბუნალმა იმპერატორს ღალატში დასდო ბრალი და მისი დაპატიმრების Ysanne Isardორდენი გასცა. პესტაჯმა მიმალვა სცადა, თუმცა იგი დააკავეს და პლანეტა კიუტრიკ IV-ზე სატუსაღოში მოათავსეს. ახალი რესპუბლიკის დროებითმა მმართველმა საბჭომ მის დასახსნელად სამხედრო ესკადრილია გააგზავნა – ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ამ დროს პლანეტას იმპერიის სამხედრო ხომალდებიც მიუახლოვდნენ. გაიმართა  ბრძოლა. საბოლოოდ პესტაჯი და მისი ოჯახის წევრები იმპერიის ადმირალმა კრენელმა მოკლა.

იმპერიის მართვაზე პრეტენზიებს ტრიბუნალი აცხადებდა, მაგრამ მოფები ისან ისარდს მიემხრნენ და ხელისუფლება მის ხელში მოექცა, თუმცა იმპერატორის ტიტული ისარდს არ მიუღია. ის ორი წლის განმავლობაში მართავდა იმპერიას, სანამ ახალი რესპუბლიკის ძალებთან ჭიდილში კურესანტის დატოვება არ მოუწია.

7 ABY კურესანტის დაცემა გალაქტიკური იმპერიის საბოლო
ო დამარცხებას ნიშნავდა.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on July 22, 2009.

 
%d bloggers like this: