გალაქტიკური ისტორია: გალაქტიკური იმპერია

პირველი (იგივე ძველი) გალაქტიკური იმპერია 19 წ. BBY გალაქტიკური რესპუბლიკის ნაცვლად შექმნა დართ სიდიუსმა (უმაღლესმა კანცლერმა პალპატინმა) – ეს გენერალ გრივუსის (General Grievous) დროიდების არმიის დამარცხების შემდეგ მოხდა, როდესაც უმაღლესმა კანცლერმა თავი იმპერატორად გამოაცხადა.

19BBY-4ABY – გალაქტიკური იმპერიის წლებია.
გალაქტიკური იმპერიის სათავეში იმპერატორი იდგა. საიმპერატორო სენატი შეზღუდული საკანონმდებლო უფლებებით სარგებლობდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში, სენატი საერთოდ აჩერებდა მუშაობას და ხელისუფლება მთლიანად იმპერატორის ხელში ექცეოდა  (საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობასაც იმპერატორი ხელმძღვანელობდა. სხვა დროს ამ უფლებამოსილებას დიდი ვეზირი ახორციელებდა). იმპერიის მეორე პირს ფაქტობრივად წარმოადგენდა დართ ვეიდერი – იმპერიის სამხედრო ფლოტის უმაღლესი მთავარსარდალი და სამხედრო აღმასრულებელი.

Darth Sidious ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ გალაქტიკური რესპუბლიკაც ისეთსავე იმპერიას წარმოადგენდა, როგორსაც გალაქტიკური იმპერია. დართ სიდიუსის იმპერიაში ხელისუფლება რესპუბლიკაზე მეტადაც კი იყო დეცენტრალიზებული – კერძოდ, სექტორებად დაჯგუფებულ პლანეტებსა და სისტემებს სათავეში ედგნენ მოფები (Moff) – გუბერნატორები,  რომლებიც მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობდენენ. იმპერიული ერთიანობის შენარჩუნებას რესპუბლიკაც ისევე ლამობდა, როგორც იმპერია (მაგალითად, ე.წ. „კლონების ომი“ „დამოუკიდებელ სისტემათა კონფედერაციის“ გალაქტიკური რესპუბლიკიდან გამოყოფის სურვილს მოჰყვა. აგრეთვე, ზემოთ უკვე ვახსენეთ რესპუბლიკის უმაღლესი კანცლერის კონტისპექსის მიერ გაჩაღებული რელიგიური ომი სხვაგვარად მოაზროვნე რასებისა და ხალხების წინააღმდეგ).

ამასთან, რესპუბლიკის დასასრულს, ძალაუფლება კანცლერისა და კორუმპირებულ სენატორთა მცირე ჯგუფის ხელში იყო მოქცეული, რაც რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფი სისტემების უკმაყოფილებას იწვევდა და რამაც ხელი შეუწყო პალპატინის აღზევებასა და ხელისუფლების მისეულ რეფორმას.

Mon Mothma

თუმცა, დართ სიდიუსს იმთავითვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.
ერთი მხრივ, ეს იყო „ალიანსი რესპუბლიკის აღდგენისთვის“, რომელიც სენატორებმა ბაილ ორგანამ (Bail Organa), მონ მოთმამ (Mon Mothma) და ჯარმ ბელ იბლისმა (Garm Bel Iblis) შექმნეს, მეორეს მხრივ, სხვადასხვა ჯურის კოსმიური მეკობრეები: მაგალითად პრინცი ქსიზორი (Xizor), ლორდი ტიბერ ზანი (Tyber Zann), აგრეთვე, იმპერიის მოფები და სამხედრო მეთაურები, რომელნიც თავად ისწრაფვოდნენ უმაღლესი ხელისუფლებისკენ.

მათ შორის, განსაკუთრებული საფრთხე იმპერიას გრანდ-ადმირალი დემეტრიუს ზაარინის (Demetrius Zaarin) ამბოხების დროს დაემუქრა. ზაარინმა, არდენ ლინის* დახმარებით, დართ სიდიუსის ხომალდზე შეაღწია და იმპერატორის შეპყრობაც კი მოახერხა, მაგრამ, საბოლოოდ, ლორდ ვეიდერისა და გრანდ-ადმირალ თრაუნის (Thrawn) ძალებმა სიდიუსი დაიხსნეს.

მაგრამ ადმირალ ზაარინ
ს ბრძოლა არ შეუწყვეტია. მისი ფლოტის გამუდმებულმა Zaarin თავდასხმებმა იმპერიის სამხედრო ძალა საგრძნობლად შეასუსტა.

საბოლოოდ, 4 წ. ABY დართ სიდიუსისა და დართ ვეიდერის დაღუპვით იმპერია დაემხო და გალაქტიკური რესპუბლიკის აღდგენა გამოცხადდა.

პირველი გალაქტიკური იმპერიის ისტორია ლუკასის კლასიკურ საგაშია გადაღებული, ამიტომ ამ ამბების გრძლად მოყოლა, ვფიქრობ, საჭირო არაა.

*არდენ ლინს, რომელსაც ჯედაებს შორის პირველი დიდი განხეთქილების დროს მაგისტრ აუდრისტა პინასთან ორთაბრძოლისას ლეთარგიული ძილით დაეძინა, იმპერიის ძალთა და რესპუბლიკის აღდგენის ალიანსს შორის დაწყებული ომის დროს გამოეღვიძა. ის ჯერ იმპერატორის სამსახურში ჩადგა, მოგვიანებით კი ადმირალ ზაარინის შეთქმულებას მიემხრო.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on July 15, 2009.

 
%d bloggers like this: