გალაქტიკური ისტორია: სამოქალაქო ომი ჯედაებს შორის

3959—3956 წწ. BBY ჯედაებს შორის სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ჯედაები გენერალი რევანი (Revan) და ალეკ სქუინქუარგესიმუსი (Alek Squinquargesimus) ორდენს დაუპირისპირდნენ. თავდაპირველად მათ რამდენიმე დიდი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ, როდესაც რესპუბლიკის ძალები თითქმის განადგურებული იყო, ჯედაების მცირე ჯგუფმა ბასტილია შანის (Bastila Shan) მეთაურობით დართ რევანის საფლაგმანო ხომალდზე შეაღწია. ამ დროს რევანის მოწაფემ ალეკ სქუინქუარგესიმუსმა, რომელიც უკვე დართ* მალაკის (Darth Malak) ტიტულს ატარებდა თავის ხომალდიდან რევანის საფლაგმანო ხომალდის მიმართულებით გახსნა ცეცხლი – ამან არა მხოლოდ იქ მყოფი ჯედაების არამედ რევანის მებრძოლთა დაღუპვაც გამოიწვია.

დართ რევანი გადარჩა, მაგრამ მძიმედ დაჭრილი და უგონო მდგომარეობაში იყო. შანმა ის გადაარჩინა და ჯედაებმა მისი გამოყენება გადაწყვიტეს – რევანს შთააგონეს, რომ ის კვლავ რესპუბლიკის ერთგული მებრძოლი იყო.

Darth Revan დართ მალაკმა თავი სითჰების ლორდად გამოაცხადა და თავის მოწაფე დართ ბანდონდთან (Darth Bandon) ერთად ბრძოლა განაგრძო. დართ ბანდონის მიზანი ბასტილია შანის მოკვლა იყო, მაგრამ მას რევანი აღუდგა წინ. ორთაბრძოლაში რევანმა დაამარცხა როგორც ბანდონი ასევე მისი მებრძოლებიც.
რევანსა და შანს ერთმანეთი შეუყვარდათ – რაც მათს მომავალ ბედზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ამის შემდეგ რევანი და შანი მალაკის გემსაშენის გასანადგურებლად გაემართნენ, მაგრამ მათ მისია წარუმატებელი აღმოჩნდა – ისინი ტყვედ ჩავარდნენ. დართ მალაკმა ბასტილია შანის გადაბირება შეძლო, მაგრამ რევანი, მიუხედავად იმისა, რომ მას მისი წარსული გაახსენეს, მაინც ჯედაების ერთგული დარჩა. მან გაქცევა მოახერხა, მალაკმა და შანმა კი გემსაშენს შეაფარეს თავი.

რევანმა სულ მალე კიდევ ერთხელ შეუტია გემსაშენს. მან ორთაბრძოლაში ჯერ შანი დაამარცხა, შემდეგ კი მალაკი – დართ მალაკი სასიკვდილოდ დაჭრა, ბასტილია შანი კი დაინდო. რევანმა შანს შესთავაზა სიტჰების სწავლების უარყოფა არა ძალის (The Force), არამედ მათი სიყვარულის გამო. ბასტილია შანი დათანხმდა – ამრიგად, ჯედაების სამოქალაქო ომის ეს მელოდრამატული ჰეფი-ენდიც შედგა.

მაგრამ, მიუხედავად სითჰების იმპერიის დამარცხებისა, სამმა სითჰმა ლორდმა: დართ ტრაიამ (Darth Traya), დართ ნიჰილუსმა (Darth Nihilus) და დართ სიონმა (Darth Sion) ძალები გააერთიანა და ბრძოლა განაგრძო.

ვინაიდან, ღია ბრძოლაში რესპუბლიკის  დამარცხება მათ არ შეეძლოთ, ტრიუმვირატმა ამის ნაცვლად სითჰი მკვლელებისა და მაგიის დახმარებით ჯედაების სათითაოდ მოსპობა განიზრახა, თუმცა მათ შორის მალე უთანხმოებამ იჩინა თავი და დართ ტრაიამ ტრიუმვირატი დატოვა.

მიუხედავად ამისა 3955-3956 წწ. BBY სითჰების მიერ ორგანიზებულ თავდასხმებს Dart Nihilus ჯედაების ორდენის წევრთა უმრავლესობა შეეწირა. ეს ამბები ე.წ. „ჯედაების პირველი წმენდის“ სახელითაა ცნობილი. მაგრამ ჯედაებს მხსნელად „განკვეთილი ჯედაი“ (The Exile Jedi) მოევლინათ.

ქალი ჯედაი, რომელიც „განკვეთილად“ იწოდება, ორდენის ნების საწინააღმდ�
��გოდ 3963-3960 წწ. BBY რევანს გაჰყვა მანდალორიანელების წინააღმდეგ საბრძოლველად. მალაკის Exile Jediშემდეგ ის რანგით ყველაზე გამორჩეული რევანის გენერალი იყო, ამასთან – ერთადერთი, რომელიც რევანის მეომართაგან ბნელი ძალის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცა და კორესანტზე დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, ორდენის უმაღლესმა საბჭომ ის განკვეთა.

ტრიუმვირატის მიერ დაწყებული „ჯედაების წმენდის“ დროს „განკვეთილი“ ბრძოლაში ჩაება. დართ ნიჰილუსმა და დართ სიონმა რამდენჯერმე სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ უშედეგოდ, ამასთან განკვეთილს დართ ტრაია ეხმარებოდა, რომელსაც მისი ყოფილი მოკავშირეების განადგურება სურდა. საბოლოოდ სამივე შავი ლორდი სწორედ  განკვეთილ ჯედაისთან ორთაბრძოლისას დაიღუპა, მათ შორის დართ ტრაიაც.

*ტიტული „დართ“ ლუკასის თავდაპირველი ჩანაფიქრით უბრალოდ ვეიდერის სახელი იყო. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ვარკვვლავური ომების ისტორიის საზღვრები და ქრონოლოგია გაფართოვდა, „დართი“ სითჰების ლორდთა ტიტულად იქცა.

ის სითჰების შავი ლორდის შემოკლებითი ფორმაა (Darth = Dark Lord of The Sith), შეინიშნება მსგავსება გერმანულ სიტყვასთან dunkel (ბნელი).

SWEU-ს მიხედვით, რევანი და მალაკი პირველები იყვნენ სითჰთა შორის, რომლებმაც ტიტული „დართ“ გამოიყენეს.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on March 30, 2009.

3 Responses to “გალაქტიკური ისტორია: სამოქალაქო ომი ჯედაებს შორის”

  1. კარგი მიმოხილვაა🙂

    მართლა მელოდრამატული ეპიზოდია.

    Like

  2. da es ambebi pilmad aris gadagebuli?

    Like

  3. ძირითადად კომიქსებია, ასევე წიგნები და ვიდეო-თამაშები (ამ თამაშების სცენარები). ასევე ანიმაციური სერიალიც არის.

    Like

Comments are closed.

 
%d bloggers like this: