გალაქტიკური ისტორია: პირველი ომი სითჰებთან

4015 წ. BBY კორესანტზე ე.წ. „დროიდების დიდი რევოლუცია“ მოხდა, რომლის სათავეშიც დროიდი HK-01 იდგა. მან შეძლო სხვა საბრძოლო დროიდების გადაპროგრამირება, იმისთვის, რომ ისინი მის დაქვემდებარებაში გადასულიყვნენ და გალაქტიკაში ამბოხმა იფეთქა. მაგრამ ჯედაებმა მაგისტრ არკა ჯეთის (Arca Jeth) მეთაურობით შეძლეს ძალის (The Force) გამოყენებით დროიდების შეჩერება. HK-01-მა დროიდებზე კონტროლი დაკარგა, არკა ჯეთმა მას მიაგნო და რევოლუციის ბელადი დროიდი მოკლა (კი შეეძლოთ სადმე რაზლივში ან ფინეთში გადაესახლებინათ, მაგრამ მოკვლა მაინც უფრო საიმედო იყო).

Arca Jeth 4000 წ. BBY რესპუბლიკასა და სითჰების იმპერიას შორის დიდი ომი გაჩაღდა.
ჯედაი ფრიდონ ნადმა (Freedon Nadd) იავინ-IV-ზე ლეთარგიულ ძილში მყოფი ნაგა სედოუ გააღვიძა. სედოუმ ნადი გაწვრთნა. წვრთნის დამთავრების შემდეგ ფრიდონ ნადმა სედოუ მოკლა და პლანეტა ორდეონს მიაშურა, სადაც თავისი იმპერია შექმნა. ნადის სიკვდილის შემდეგ, მაგისტრმა არკა ჯეტმა და მისმა მოწაფემ ულიკ ქელ-დრომამ (Ulic Qel-Droma) დაამარცხეს ორდეონის ახალი მეფე ომინი, ორდეონელი მხედართმთავარი უარბ ნილი და ნადის მიმდევერთა არმია. ამ ბრძოლის დროს ომინს ფრიდონ ნადის სული ეხმარებოდა, რითიც ჯედაებისთვის აშკარა გახდა, რომ, მიუხედავად გარდაცვალებისა, ნადი კვლავ საშიში იყო მათთვის.

სულ მალე მათ ამაში დარწმუნების საშუალებაც მიეცათ – სითჰების არტეფაქტი, რომელშიც ფრიდონ ნადმა გარდაცვალებისას თავისი სული მოათავსა, პლანეტა ორდეონზე პადავანმა ექსარ კანმა (Exar Kun) აღმოაჩინა. ნადის სულმა ის ჯერ კორიბანზე, შემდეგ იაინ-IV-ზე მიიყვანა, სადაც კანი გარდაცვლილ სითჰ ლორდთა სულებს შეხვდა და სითჰების არეტფაქტები აღმოაჩინა. ექსარ კანი სითჰების ლორდი გახდა.

Exar Kun ამ დროს რესპუბლიკა ე.წ. კრატოსის ბნელი ძალის საზოგადოების (Krath Dark Force Society)  წინააღმდეგ ომში იყო ჩაბმული. ბრძოლისას ტყვედ ჩავარდნილი ულიკ ქელ-დრომა, ტეტას იმპერიის დედოფლის ალემას (Aleema Keto) მიერ მოხიბლული, რესპუბლიკის მტრების მხარეს გადავიდა.

4,000–3,996 წწ. BBY სითჰთა ლორდები ექსარ კანი და ულიკ ქელ-დრომა მოკავშირე კრატოსელებთან და მანდალორელებთან ერთად რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგნენ სათავეში. ბრძოლის დროს ულიკ ქელ-დრომა ამჯერად უკვე ჯედაებს ჩაუვარდა ტყვედ (ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია). როდესაც ქელ-დრომას სენატის შენობაში ასამართლებდნენ, მოულოდნელად ექსარ კანი გამოჩნდა – ის ჯერ თავის ყოფილ მასწავლებელს მაგისტრ ვოდო-სიოსკ ბაასს (Vodo-Siosk Baas) შეებრძოლა და ორპირა ლაზერის მახვილით მოკლა (ლაზერის მახვილი ორი პირით პირველმა სწორედ კანმა შექმნა სითჰების მაგიისა და ალქიმიის დახმარებით). ამის შემდეგ კი, მის მიერ ტყვეობიდან გათავისუფლებულ ულიკ ქელ-დრომასთან ერთად, სენატის ყველა წევრს გაუსწორდა და უმაღლესი კანცლერიც ზედ მიაყოლა.

მაგრამ, როდესაც მოგვიანებით ულიკ ქელ-დრომას ბრძოლაში მისივე ძმა დაუპირისპირდა, რომელიც ულიკმა მოკლა – მან შეძრწუნებულმა მიატოვა კანი და კვლავ ჯედაების მხარეს გადავიდა.

ის წარუძღვა რესპუბლიკის ძალების შეტევას იაინ-IV-ზე. ექსარ
კანი დაიღუპა, ხოლო მაგისტრმა ნომი სანრაიდერმა (Nomi Sunrider) ე.წ. „სინათლის კედელი“ შექმნა პლანეტის ირგვლივ, რამაც კანის სული საუკუნოდ პლანეტაზე დაამწყვდია.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on March 14, 2009.

 
%d bloggers like this: