ვარსკვლავური ომები: ვარსკვლავური ფილმი ვარსკვლავების გარეშე (part 3)

როდესაც ლუკასი ”მეექვსე ეპიზოდის” გადაღებიდან ათეული წლის შემდეგ ”ვარსკვლავური ომების” გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა, ის კვლავ ძველი დილემის წინაშე დადგა – მოეწვია თუ არა ფილმში ვარსკვლავები. როგორც თავად ამბობს, მან ტრადიციის შენარჩუნება გადაწყვიტა- ”ვარსკვლავური ომები” არის ფილმი ახალბედა და ნაკლებად ცნობილი მსახიობებით… თუმცა, პირველი და მეორე ტრილოგია ამ მხრივ მაინც განსხვავებულია: ძნელია ლაიამ ნისონის (კვაი-გონ ჯინი), სემიუელ ელ ჯექსონის(მაგისტრი ვინდუ), ან ნატალი პორტმანის (პადმე, დედოფალი ამიდალა) შედარება დეივიდ პრაუსთან, მარკ ჰალმილთან, კერი ფიშერთან და 1977 წლის გამოშვების ფორდთან🙂.  ნატალი პორტმანს უკვე ნათამაშები აქვს ლიუკ ბესონის ”ლეონში”, ლაიამ ნისონს ”შინდლერის სიაში”, სემიუელ ელ ჯექსონს ”მაკულატურაში” (“Pulp Fiction”-ში).

სამაგიეროდ ევან მაკგრეგორი-ობი-ვან კენობი (Ewan McGregor AKA Obi-Wan Kenobi), მიუხედავად რამდენიმე პრესტიჟული ბრიტანული კონოპრემიისა, აშშ-ში მართლაც ნაკლებად იყო ცნობილი. შოტლანდიელი მსახიობი „ვარსკვლავურ ომებში“ შესრულებული როლისთვის 2000 წელს ნომინირებული იყო ”სატურნზე”, მაგრამ ჯილდო ჰიუ ჯეკმანს მიანიჭეს ლოგანის როლისთვის (ფილმი ”X-ადამიანები”)

ქრისტოფერ ლისთვის-გრაფ დუკუსთვის (Christopher Lee AKA Count Dooku/Darth Tyranus) ეს თავადური კინო-ტიტული ახალი არ იყო. მეორე და მესამე ეპიზოდამდე ბევრად ადრე მან უკვე განასახიერა გრაფი როშფორი (რიჩარდ ლესტერის ”სამ მუშკეტერსა” და ”სამი მუშკეტერის დაბრუნებაში”) და გრაფი დრაკულა (თანაც არაერთ ფილმში – დაწყებული 1958 წელს ტერენს ფიშერის მიერ გადაღებული ”დრაკულათი”). ამის გარდა, მისი კინოკარიერა ბევრ ცნობილ როლს ითვლის, მათ შორის: ჯეიმს ბონდის

მოწინააღმდეგე ფრანცისკო სკარამანგას (”კაცი ოქროს პისტოლეტით”), გრიგორი რასპუტინს (”შეშლილი ბერი: რასპუტინი”) მაიკრაფტ ჰოლმსს (ბილი უაილდერის ”შერლოკ ჰოლმსის კერძო ცხოვრება”), და რა თქმა უნდა, სარუმანს ”ბეჭდების მბრძანებლიდან”.

Christopher Lee   ტერენს ფიშერთან ნათამაშები აქვს შერლოკ ჰოლმსიც (”შერლოკ ჰოლმსი და სასიკვდილო ყელსაბამი”) და სერ ჰენრი ბასკერვილიც (”შერლოკ ჰოლმსი და ბასკერვილების ძაღლი”). ის თამაშობს სტივენ სპილბერგის ”1941”-ში, ანდრონ კანჩალოვსკის ”ოდისეაში” და ტიმ ბარტონის ფილმებში ”მთვლემარე ღრმული” და ”ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა”.

მიღებული აქვს ” სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზის და საშინელებათა ფილმების ამერიკული აკადემიის საგანგებო ჯილდო გამორჩეული კინო-კარიერისთვის.

ჰაიდენ ქრისტენსენმა-ანაკინ სქაიუოკერმა/დართ ვეიდერმა (Hayden Christensen AKA Anakin Skywalker/Darth Vader) 2001 წელს საუკეთესო დებიუტისთვის მიიღო NBR-ის (ამერიკელ კინოკრიტიკოსთა საზოგადოება) ჯილდო ირვინ ვინკლერის ფილმში ”სიცოცხლე, როგორც სახლი” მონაწილეობისთვის (სადაც მთავარ როლებს ქევინ ქლაინი და ქრისთინ სქოთ თომასი ასრულებდნენ).  ქრისტენსენი შენიშნეს და ლუკასმა ის ”ვარსკვლავური ომების” მეორე და მესამე ეპიზოდებში მიიწვია.

ქრისტენსენი წარმოშობით ვანკუვერიდანაა და ყველა კანადელი ბიჭუნას მსგავსად, ჰოკეისტობაზე ოცნებობდა. მიუხედავად იმისა, რომ დეივიდ პრაუსზე დაახლოებით 10 სანტიმეტრით უფრო დაბალი იყო და გაბარიტებითაც ჩამორჩებოდა, ლორდ ვეიდერის კოსტიუმში შეტანილი პატარა ცვლილებებისა და მსახიობის კარგი ფიზიკური მომზადების წყალობით, მთლიანობაში, ქრისტენსენი-ვეიდერი დამაჯერებელად გამოიყურება, თუმცა, საგის ფანატთა მხრიდან მისი თამაშის მიმართ ხშირად კრიტიკაც ისმის. საყურადღებოა, რომ MTV-ს ჯილდო საუკეთესო ბოროტმოქმედის როლისთვის ”მესამე ეპიზოდში” სწორედ ჰაიდენ ქრისტენსენს ერგო და არა, ვთქვათ, ალეკ მაკდერმიდს.

”პირველ ეპიზოდში” კანცლერ ვალორამის როლში ჩნდება ტერენს სტამპი (Terence Stamp AKA Supreme Chancellor Valorum). მას ბევრ ცნობილ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. პიტერ უსტინოვის  ”ბილი ბადში” უილიამ უაილერის მიერ ჯონ ფაულზის ცნობილი რომანის – ”კოლექციონერი” ეკრანიზაციაში, პიტერ ბრუკის ფილმში ”შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან” (რომელიც გიორგი გურჯიევის ავტობიოგრაფიის მიხედვითაა გადაღებული), რიჩარდ დონერის და რიჩარდ ლესტერის პირველ და მეორე ”სუპერმენში”, პიერ პაოლო პაზოლინის ”თეორემაში”, ოლივერ სთოუნის ”უოლ სტრიტში”, ფრენკ ოზის ”ბოუფინგერში”.

მიღებული აქვს ოქროს გლობუსი საუკეთესო დებიუტისთვის (ფილმისთვის ”ბილი ბადი”) და კანის ფესტივალის პრიზი, როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელს ფილმში ”კოლექციონერი”.

ანაკინ სქაიუოკერი „პირველი ეპიზოდიდან“ ჯექ ლოიდის (Jake Lloyd AKA Anakin Skywalker) ჯერ-ჯერობით არცთუ მდიდარ კინოკარიერაში ყველაზე ცნობილი როლია.  ის აგრეთვე თამაშობს 1996 წელს გადაღებულ კომედიაში “Jingle All the Way” (ფილმის დასახელება ქართულად ნათარგმნია როგორც „საშობაო საჩუქარი“).jake lloyd”მესამე ეპიზოდში” ბარონ პაპანოიდას როლში ჩნდება ჯორჯ ლუკასი (ე.წ. კამეო)

მიუხედავად იმისა, რომ ფრენსის ფორდ კოპოლას ვარსკვლავური საგის წარმატებაში თავდაპირველად ეჭვი ეპარებოდა და ამ საქმისთვის ხელის მოკიდებასაც არ ურჩევდა ლუკასს, წყენა ლუკასს გულში არ ჩაუდია და ”პირველი ეპიზოდის” გადაღებისას პატარა  როლი (საშე) სოფია კოპოლასაც ერგო🙂

პრინცესა პადმეს ორეულს ”პირველ ეპიზოდში” კიარა ნაითლი თამაშობს.

მეორე და მესამე ეპიზოდებში პადავან ზეტ ჯუკასას როლში ჩნდება ჯორჯ ლუკასის ვაჟი ჯეტი. მანვე მოუგონა სახელი ჯარ ჯარ ბინკსს.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

~ by Lord Vader on July 7, 2008.

 
%d bloggers like this: