გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის დაბრუნება

darth-wyyrlokდართ კრაიტის მოკვლის შემდეგ დართ უირლოკმა თავისი რაზმით კორიბანს მიაშურა, სადაც ერთი სითჰის სხეული აკლდამაში მოათავსა, სხვებს კი განუცხადა, რომ იმპერატორი ლეთარგიულ ძილს მიეცა და მის გაღვიძებამდე იმპერიის მართვა საკუთარ ხელში აიღო. მან შეძლო დართ სტრაიფის, იმპერიის მთავარი მოფის, მორლიშ ვიდისა და საიმპერიო მისიის (იმპერიის დიპლომატიური სამსახურის) ხელმძღვანელის, კონრად რუსის (Konrad Rus) დარწმუნება, თუმცა დართ კრაიტის კიდევ ერთი თანამებრძოლი, დართ მალადი ეჭვებმა შეიპყრო. მან თავისი შიში დართ ნიჰილს გაუმხილა და დაარწმუნა, კორიბანზე გამგზავრებულიყო და სიმართლე გამოერკვია.

ამასობაში დართ უირლოკმა საბოლოო პროტოკოლი გამოსცა, რაც პლანეტა მონ კალამარიზე ყველა ცოცხალი არსების განადგურებას გულისხმობდა.

  • საბოლოო პროტოკოლი ნაცისტური “ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტის” (Endlösung der Judenfrage) ალუზიაა. 1942 წლის 20 იანვრის ვანზეის კონფერენციაზე, რომელიც ადოლფ ეიხმანის თავმჯდომარეობით გაიმართა, ებრაელი ხალხის მოსპობის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც დღეს ჰოლოკოსტადაა ცნობილი.

იმპერიის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ვულ ისენს (Vul Isen) ოკეანის ბაქტერიებით მოწამლვა დაევალა, რასაც პლანეტის მთელი მოსახლეობა ერთ კვირაში უნდა გაენადგურებინა. ისენმა ბრძანება შეასრულა და მის მიერ გამოყენებული ბიოლოგიური იარაღით მონ კალამარის 80%-ზე მეტი დაიღუპა. მოგვიანებით მის ლაბორატორიას პლანეტა იუტეპაუზე (Utapau) კეიდ სქაიუოკერი დაესხა თავს ჯედაების რაზმთან ერთად და ვულ ისენი მოკლა.

ამასობაში დართ ნიჰილმა კორიბანზე დართ კრაიტის აკლდამაში შეაღწია, მაგრამ იქ ერთი სითჰის სხეული ვერ აღმოაჩინა – მხოლოდ ცარიელი აღჭურვილობა იყო დარჩენილი. ამ ამბავმა თავად დართ უორლოკიც გააოცა. ის იძულებული გახდა ეღიარებინა ერთი სითჰის დაღუპვა, მაგრამ დართ ნიჰილუსს განუცხადა, რომ დართ Darth Krayt, Darth Talon, Darth Nihlკრაიტი დართ ტალონმა მოკლა, თუმცა იმპერატორის სიკვდილის გამოაშკარავება იმპერიის ერთობას საფრთხეს უქმნიდა, ამიტომაც ეს ფაქტი გადამალა. მან დართ ნიჰილუსს მოკავშირეობა და თავისი მრჩევლის პოსტიც შესთავაზა და სთხოვა, დართ ტალონთან მიბრუნებულიყო და შეეპყრო მოღალატე. დართ ნიჰილმა თავი ისე მოაჩვენა, თითქოს შეთავაზება მიიღო, მაგრამ დართ უორლოკი გრძნობდა რომ მთავარი საფრთხე მისთვის ახლა დართ კრაიტი გამხდარიყო. ის ეჭვობდა, რომ ერთი სითჰი როგორღაც გაცოცხლდა, ისე, როგორც ეს ბევრად ადრე იმპერატორმა პალპატინმა მოახერხა. მისი შიში გამართლდა – სულ მალე დართ კრაიტმა იმპერიას თავისი დაბრუნება ამცნო და დართ უორლოკს ღალატში დასდო ბრალი. მაშინ დართ უორლოკი თავის მებრძოლებს გამოუტყდა, რომ მან მართლაც მოკლა ერთი სითჰი, ხოლო ვინც ახლა თავს დართ კრაიტად ასაღებდა – უბრალოდ თვითმარქვია ორეული იყო.

სულ მალე სითჰების ტაძარში კურესანტზე თავად დართ კრაიტიც გამოჩნდა, თან დართ ტელონი და დართ ნიჰილუსი მოყვნენ. საიმპერატორო დარბაზში მათ გზა დართ უორლოკმა, დართ სტრაიფმა, მორლიშ ვიდმა და ნანეა კალიქსტაიმ გადაუღობეს. დართ კრაიტი და დართ უორლოკი ერთი-ერთზე შეებნენ ერთმანეთს. გამარჯვება ერთ სითჰს დაჩა – მან მოღალატე ლაზერის მახვილით განგმირა. დართ სტრაიფი და მორლიშ ვიდი გამარჯვებულს მიემხრნენ, ნანეა კალიქსტაიმ კი სითჰების ტაძარი დატოვა და მოგვიანებით დამხობილი იმპერატორის, როან ფელის რაზმებს შეუერთდა.

Gar Staziმან დაარწმუნა იმპერატორი, რომ საჭირო იყო სწრაფი მოქმედება, სანამ ერთი სითჰი ძალებს აღიდგენდა, ამიტომ როან ფელის მომხრეებმა, ჯედაებთან და გალაქტიკური ალიანსის ნარჩენებთან ერთად, უეცარი შეტევა განახორციელეს კურესანტზე. მათ გაარღვიეს სითჰების ტაძრის დაცვა და კეიდ სქაიუოკერი დართ კრაიტის პირისპირ აღმოჩნდა. ამ ორის ორთაბრძოლა სქაიუოკერის გამარჯვებით დასრულდა და ერთი სითჰის დაღუპვით საბოლოოდ დასრულდა მისი იმპერიაც. მაგრამ კორუსანტისთვის ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა როან ფელიც – ასე რომ ორივე იმპერატორი დაიღუპა. ეს 138 ABY მოხდა. გამარჯვებულებმა გალაქტიკური ფედერაციის შექმნა გამოაცხადეს. ხელისუფლება გალაქტიკური ფედერაციის ტრიუმვირატის (Galactic Federation Triumvirate) ხელში გადავიდა – ესენი იყვნენ გალაქტიკური ალიანსის ადმირალი გარ სტაზი, ჯედაების მაგისტრი კეი’კრუკი (K’Kruhk) და როან ფელის ქალიშვილი, მარაშია ფელი (Marasiah Fel).

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

About these ads

~ by Lord Vader on June 26, 2011.

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 179 other followers

%d bloggers like this: