გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია (ნაწილი 2)

გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია (ნაწილი 1)

Roan Felროან ფელის დამხობისა და ჯედაების დამარცხების შემდეგ, დართ კრაიტის ხელში აბსოლუტური ძალაუფლება მოექცა. ის გახდა იმპერატორი, ერთი სითჰის ორდენის მეთაური, მოფების საბჭოს თავმჯდომარე და კურესანტის დაცვის ფლოტის მთავარსარდალი. მისი მიზანი სითჰების ახალი იმპერიის შექმნა იყო, ბევრად  აღმატებულის, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა, თუმცა, ამ გეგმების განხორციელებას ტახტიდან ჩამოგდებული იმპერატორი როან ფელი აღუდგა წინ. კრაიტმა მისი ორეული მოკლა მხოლოდ, მაშინ როდესაც იმპერატორმა,  საიმპერატორო გვარდიის მებრძოლებთან ერთად, პლანეტა ბასტიონს (Bastion) შეაფარა თავი. მალე ფელს მისი ერთგული მეომრები, დართ ნილს გადარჩენილი ჯედაები და დართ კრაიტის აღზევებით უკმაყოფილო სხვადასხვა ჯურის მეამბოხენი შეუერთდნენ. მოფებს შორისაც იყვნენ ისეთნი, ვინც კვლავ დამხობილ იმპერატორს ემხრობოდნენ.

ეს ალიანსი ანგარიშგასაწევი ძალა იყო, რაც 137 ABY მონ კალამარის (Mon Calamari) ბრძოლის დროს დადასტურდა, როდესაც ადმირალმა გარ სტაზიმ (Gar Stazi) სითჰების ფლოტი უკუაგდო. ამავე დროს, მან ხელთ იგდო “იმპერიუსი” (Imperious) – დართ კრაიტის ფლოტის უახლესი და უძლიერესი ხომალდი-გამანადგურებელი. ერთი სითჰის იმპერიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა როან ფელის მკვლელობის მცდელობაც – მართალია, დართ კრულმა (Darth Kruhl) ბასტიონზე იმპერატორთან შეაღწევა მოახერხა, მაგრამ ფელმა მას ორთაბრძოლაში სძლია და დაამარცხა.

თუმცა, ყველაზე რთულ მოწინააღმდეგედ დართ კრაიტისთვის მისივე ჯანმრთელობა იქცა – ის თითქმის 200 წლისა იყო, ამასთან, იუაჟან ვონგების მიერ მის სხეულზე ჩატარებულმა გენეტიკურმა ექსპერიმენტებმაც იჩინა თავი. დასახმარებლად კრაიტმა ძველ სითჰ ლორდთა სულებს მიმართა, მაგრამ კრაიტის მიერ ორდენში განხორციელებული ცვლილებები და ერთი სითჰის კანონი სითჰების ძველ სწავლებას ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც დართ ბეინმა და დართ ნიჰილუსმა მას თვითმარქვია უწიდეს და დახმარებაზე უარი განუცხადეს, დართ ანდედუმ (Darth Andeddu) კი ძალის (Force) გამოყენებით კრაიტის აბჯარს კრაიტის შთანთქმა უბრძანა… რამდენიმე წუთის განმავლობაში დართ კრაიტი ღონეგამოცლილი ეგდო ძირს და გრძნობდა, თუ როგორ ჭამდა მას საკუთარი აღჭურვილობა, თუმცა, საბოლოოდ მან მოახერხა ანდედუს ჯადოსგან თავის დაღწევა.

სიკვდილის შიშით, ერთმა სითჰმა სხვა ძველი სითჰი ლორდების მოხმობა გადაიფიქრა და მთელი ყურადღება ახლა ჯედაების ცოდნისკენ მიმართა. სითჰების ტაძარში Cade Skywalkerყოფნისას მან კეიდ სქაიუოკერის ადგილსამყოფელი გამოთვალა და დართ ნილსა და დართ ტელონს (Darth Talon) მისი შეპყრობა უბრძანა.

როდესაც სქაიუოკერი დართ კრაიტს მიჰგვარეს, მან ჯედაის გადაბირება სცადა. თავდაპირველად, თითქოს, წარმატებას მიაღწია, მაგრამ, საბოლოოდ, სქაიუოკერმა ბნელ მხარეს თავი დააღწია და სითჰს შეებრძოლა. კრაიტმა მას იოლად სძლია და ის იყო, მოკვლას უპირებდა, რომ ზურგიდან ნანეა კალიქსტაიმ ლაზერის ბლასტერიდან ესროლა, რის შემდეგაც დედამ და შვილმა თავს უშველეს და მიიმალნენ.

კრაიტს არ დაუნახავს, ვინ დაესხა თავს, თუმცა, კალიქსტაის არყოფნა რომ შენიშნა, მიხვდა, თუ ვინ უღალატა. მან თავისი მტრების მოსპობის ფიცი დადო, მაგრამ ახალმა ჭრილობამ მისი ისედაც შერყეული ჯანმრთელობა კიდევ უფრო დაამძიმა. სწორედ ამ დროს შეეხმიანა კრაიტს კარნეს მუური (Karness Muur) – ერთ-ერთი ყველაზე ძველი სითჰების ლორდი, ქსო-ქსაანის მსგავსად, ლეგენდარული აჯანტა პოლის თანამებრძოლი (აჯანტა პოლი იყო პირველი ჯედაი, ვინც პლანეტა კორიბანზე სითჰების მმართველი და პირველი შავი ლორდი გახდა). მან კრაიტს დახმარება შესთავაზა და ამცნო, რომ კოლ სქაიუოკერი ყავდა შეპყრობილი. მუურის სული შორეულ პლანეტა ედ აბადონზე (Had Abbadon) განისვენებდა. სწორედ იქეთკენ გაეშურა ერთი სითჰი. მას თან დართ ტელონი, დართ მალადი (Darth Maladi), დართ სტრაიფი (Darth Stryfe) და დართ უირლოკი (Darth Wyyrlok) ახლდნენ. კარნეს მურმა კრაიტის სხეულის მკურნალობა დაიწყო, თუმცა სინამდვილეში ეს ერთი სითჰისთვის დაგებული მახე იყო – შეპყრობილმა კოლ სქაიუოკერმა თავი გამოიხსნა და დართ კრაიტს მოულოდნელად დაესხა თავს. იმავდროულად კრაიტზე იერიში სილესტ მორნმაც (Celeste Morne) მიიტანა.

  • სილესტ მორნი იყო ჯედაი-აჩრდილი (აჩრდილებს უწოდებდნენ ჯედაებს,Celeste Morne რომელნიც ორდენის საიდუმლო წევრები იყვნენ და საგანგებო მისიებს ასრულებდნენ). ორდენმა მას მუურის თილისმის – მაგიური ძალის მქონე ამულეტის, რომელშიც თავად კარნეს მუურის სული იყო მოთავსებული – პოვნა დაავალა. მორნმა დავალებას წარმატებით გაართვა თავი, მაგრამ სითჰის გავლენის ქვეშ მოექცა. მაშინ მან თავი იმავე სარკოფაგში გამოიმწყვდია, სადაც კარნეს მუურის თილისმა ინახებოდა, რათა რესპუბლიკა საკუთარი თავისგან დაეცვა. მოგვიანებით ის ლორდმა ვეიდერმა გაათავისუფლა, რესპუბლიკის დამხობის შესახებ ამცნო და მის სამსახურში ჩადგომა მოსთხოვა, თუმცა, სილესტ მორნი მას შეებრძოლა და, მუურის თილისმის ძალის დახმარებით, ვეიდერის თანხმლები მეომრები დაიმორჩილა. დართ ვეიდერი იძულებული იყო იქაურობას გაცლოდა. ამის შემდეგ ჯედაი შორეულ პლანატებზე მარტოობაში იმყოფებოდა, სანამ კოლ სქაიუოკერს არ გადაეყარა და დართ კრაიტის წინააღმდეგ დახმარება შესთავაზა.

ერთობლივი ძალებით მათ დართ კრაიტი დაამარცხეს და სილესტ მორნმა ის კლდიდან გადააგდო. შემდეგ მან კოლ სქაიოკერს მუურის თილისმისგან მისი გამოხსნა სთხოვა – ამის ერთდერთი გზა მორნის სიკვდილი იყო და სქაიოკერმა, დაპირებისამებრ, ქალი  ჯედაი ლაზერის მახვილით განგმირა.

რაც შეეხება დართ კრაიტს, ის მძიმედ დაჭრილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი კლდის ძირში ეგდო, სადაც დართ უირლოკმა ხომალდი დასვა, მაგრამ დახმარების ნაცვლად, მან კრაიტი მოკლა, რათა თავად გამხდარიყო ერთი სითჰი.

ასე დასრულდა დართ კრაიტის იმპერიის ისტორია, რომლის წლებია 130-137 ABY.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

About these ads

~ by Lord Vader on April 16, 2010.

6 Responses to “გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია (ნაწილი 2)”

  1. gaixare. ;) Dzalian saintereso iko. :) ise tu ici jer-jerobit 137 ABY-is Semdeg aris rame cnobili? :)

    Like

    • პრაქტიკულად ყოველ წელს გამოდის ახალი წიგნები… სადამდე გავიდნენ უკვე, მგონი ლუკასმაც არ იცის :)
      1000-ზე მეტი წიგნია მგონი მთლიანობაში.

      Like

  2. xo eg ki vici. :) sakmaod bevri rame arsebobs da aramarto cignebi. :) ise am bolo dros ra cignebic gamodis isev dzvel drozea. :)

    Like

    • ლეგოს SW სერიაც კია.
      ინტერესი არის და ჭრიან ფულს, რა ქნან. :)

      ნუ ზოგადად 137 ალბათ ბოლო წელია საინტერესო ამბების. თუმცა, კრაიტის მერე კიდევ ხდება რაღაცეები, მაგრამ ძირითადად 1 წლის ბაზარია სულ. :) ყოველ შემთხვევაში http://www.starwars.com მიხედვით ეგრეა.

      Like

  3. xo egec vici. :)
    ai eg martalia fulis sachrel manqanad aqvt gadaqceuli. :) memgoni cin kidev bevri rame gvelis da eg droc ufro cin caicevs. :)

    Like

  4. magadi ramea bozihhhh

    Like

Comments are closed.

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 179 other followers

%d bloggers like this: