10
თებ
10

გალაქტიკური ისტორია: ფელების იმპერია

მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომის შემდეგ ჰეიფსის კონსორციუმმა თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია დატოვა, ამდენად, ფედერაციის შემადგენლობაში Jagged Felმხოლოდ ახალი რესპუბლიკა და ახალი იმპერია დარჩნენ. გალაქტიკური ალიანსის სახელმწიფოს მეთაური ნატასი დაალა გახდა.

43 ABY ახალი იმპერიის სათავეში ფელის დინასტია მოექცა. ჯაგედ ფელი (Jagged Fel), რომელიც თავის დროზე კილიკების წინააღმდეგ ჩისების მხარეს იბრძოდა, მოგვიანებით კი, ჯედაების მხარდამხარ – დართ კაიდუსის წინააღმდეგ, მოფებმა იმპერატორად გამოაცხადეს. მან მიზნად იმპერიის გაძლიერება განიზრახა, ოღონდ – ომის გარეშე. ფორმალურად ახალ იმპერიას ალიანსი არ დაუტივებია, მაგრამ სულ უფრო მეტად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა და თავის გავლენას აფართოებდა.

43–130 ABY ფელების იმპერიის წლებია.

127 ABY იმპერიის დაზვერვის ხელმძღვანელმა ნანეა კალიქსტაიმ (Nyna Calixte) მოფების საბჭოს განუცხადა, რომ იმპერია გადამწყვეტი დარტყმისთვის იყო მზად. მას მხარი დაუჭირა დიდმა ადმირალმა მორლიშ ვიდმა (Morlish Veed). მათი წინადადებით, მოფებმა სამოკავშირეო ხელშეკრულება გაწყვიტეს და ალიანსს (ფაქტობრივად კი – რესპუბლიკას) ომი გამოუცხადეს. იმპერატორი როან ფელი (Roan Fel) ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ იძულებული გახდა, მოფების საბჭოს დამორჩილებოდა, თუმცა, საიმპერატორო გვარდიას – იმპერიის რაინდებს – უბრძანა, ბრძოლაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამის გამო, თავდაპირველად, იმპერიის ფლოტმა რამდენიმე მარცხი განიცადა. სწორედ ამ დროს ნანეა კალიქსტაის დართ კრაიტი დაუკავშირდა და, სითჰების ახალი ორდენის სახელით, დახმარება შესთავაზა.

ამ ამბებამდე 100-იოდ წლით ადრე, 30 ABY ანაკინ სქაიუოკერის სიყრმის მეგობარმა Morlish Veed ჯედაი აშარად ჰეთმა (A’Sharad Hett) პლანეტა კორიბანზე თავი სითჰების ლორდ დართ კრაიტად (Darth Krayt) გამოაცხადა.

დართ ბეინის დროინდელი წესის თანახმად, ერთსა და იმავე დროს გალაქტიკაში მხოლოდ ორი სითჰის არსებობა იყო დაშვებული – მაგისტრისა და მისი მოწაფის. ამას ორთა კანონი ეწოდებოდა. დართ კრაიტი არც ერთ სითჰს არ დაუმოწაფებია, ამიტომ მან ძველი კანონი შეცვლა და სითჰების ახალი ე.წ. “ერთი სითჰის ორდენი” დააფუძნა. დართ კრაიტმა სითჰების ძველ სამარხებში ჰოლოკრონი მოიპოვა და საიდუმლო ცოდნას დაეუფლა. ნანეა კალიქსტაის მან განუცხადა, რომ, ჰოლოკრონის მეშვეობით, თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაციის მოსპობისა და გალაქტიკური იმპერიის შექმნის გზა შეიტყო.

  • ჰოლოკრონი (Holocron) – არის კრისტალის კონტეინერი, ერთგვარი ცოდნის სკივრი, მატიანე, სადაც ჯედაები და სითჰები ინფორმაციას ინახავდნენ.

128 ABY ერთი სითჰის ორდენის ბრძოლაში ჩაბმამ, ომის ბედი თანდათანობით შემოატრიალა. სწრაფი გამარჯვების მოპოვება შეუძლებელი იყო – ფედერაციის სამყაროები და პლანეტები გალაქტიკებში იყო განფენილი, მაგრამ იმპერიის ფლოტი მორლიშ ვიდის მეთაურობით ნაბიჯ-ნაბიჯ იმორჩილებდა მათ. 130 ABY დართ კრაიტმა კურესანტზე მიიტანა იერიში, მორლიშ ვიდი კი ალიანსის უმაღლეს მთავარსარდალს, ადმირალ პირს პეტანს (Piers Petan) კაამასის (Caamas) ბრძოლაში დაუპირისპირდა. გამარჯვება ფელების იმპერიას დარჩა. კურესანტი დაეცა და დართ კრაიტმა ჯედაების განადგურების ბრძანება გასცა. იმპერატორი როან ფელი ჯედაების გადარჩენას შეეცადა და მათ საიმპერატორო გვარიაში გაწევრიანება შესთავაზა. ბევრმა ჯედაიმ ეს წინადადება Kol Skywalkerმიიღო, დანარჩენებმა პლანეტა ოსუსზე (Ossus) ჯედაების ტაძარს შეაფარეს თავი, მაგრამ  სითჰებმა დართ ნილის (Darth Nihl) მეთაურობით, ოსუსზეც მიიტანეს იერიში, ჯედაები დაამარცხეს და ტაძარი დაანგრიეს, თუმცა ოსუსის ხოცვა-ჟლეტას ჯედაების ნაწილმა თავი დააღწია (მათ შორის იყო ჯედაების ორდენის მეთაურის, კოლ სქაიუოკერისა (Kol Skywalker) და ნანეა კალიქსტაის შვილი, კეიდ სქაიუოკერი (Cade Skywalker), მაგრამ ორდენის შენარჩუნება ჯედაებმა ვერ შეძლეს – ვინც სითჰებს გადაურჩნენ, გალაქტიკაში მიმოიფანტნენ. თავად კოლ სქაიუკორი დართ ნილთან ორთაბრძოლისას დაიღუპა.

ამის შემდეგ სითჰების ახალი ორდენი საიმპერატორო გვარდიას დაესხა თავს, ფელების დინასტია დაამხო და გალაქტიკური იმპერიის აღდგენა გამოაცხადა. იმპერიას სათავეში, რაღა თქმა უნდა, დართ კრაიტი ჩაუდგა.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___


5 პასუხები to “გალაქტიკური ისტორია: ფელების იმპერია”


  1. 1 Mero
    თებერვალი 17, 2010, 12:08 AM

    eh igive ganmeorda sadgac 150 clis shemdeg isev shedzles sitxebma respublikis dapkroba. 😦 sulmoutmenlad veli gagrdzelebas. 🙂

    Like

  2. 4 harton
    თებერვალი 20, 2010, 1:26 PM

    da am nawilebze filmis gadageba igegmeba?

    Like


Comments are currently closed.

რედაქტორი

Member of The Internet Defense League

Wildlife Rescue

Support WWF

Follow Us

Creative Commons