გალაქტიკური ისტორია: მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი (part 2)

(მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი.  ნაწილი პირველი)

Jacen Solo გალაქტიკურ სადგურ ტორიაზზე, სადაც ალიანსელთა და კორელიანელთა შორის მოლაპარაკებები მიმდინარებდა, რომლის დროსაც ლუმიამ პრემიერი საქსანი მოკლა, ჯეისენ სოლომ ძველ ხელნაწერს მიაგნო. ეს სითჰების საიდუმლო სწავლება იყო. ჯეისენს სურდა, დაუფლებოდა ამ საიდუმლოს, თითქოს ეს მტრების დამარცხებაში უნდა დახმარებოდა, თუმცა, სინამდვილეში, მისი სული ნელ-ნელა ბნელმა მხარემ მოიცვა. მას ესიზმრებოდა, როგორ ებრძოდა და ამარცხებდა ბიძას…  ლედი ლუმიამ ჯეისენ სოლო, მისი მოწაფე და შეყვარებული ნელანი დინი (Nelani Dinn) და ბენ სქაიუოქერი პლანეტა ბიმიელის (Bimmiel) მახლობელ ასტეროიდზე შეიტყუა და თავისი ვინაობა გაუმხილა. ნელანი დინმა მისი მოკვლა სცადა, მაგრამ სოლომ ლუმია დაიცვა და ჯედაი მოკლა. ამის შემდეგ ის ლედი ლუმიას მოწაფე გახდა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გალაქტიკური ალიანსის მცველთა ორდენის შექმნამდე მოხდა.მარა ჯეიდ სქაიოკერმა, რომელიც თავადაც არა ერთი წელი იბრძოდა სითჰების გვერდით, პირველმა იგრძნო ჯეისენ სოლოს ფერისცვალება და მას ბნელი მხარის დატოვება მოსთხოვა. ჯეისენი არ შეეპუა და მარა ჯეიდის მოკვლა სცადა, მაგრამ ამისთვის მას ძალები არ ყოფნიდა. თუმცა, ძალის (Force) დახმარებით ჯეისენ სოლომ მარა ჯეიდ სქაიუოკერს თავი ბენ სქაიოუკერად მოაჩვენა… ილუზიამ მარა ჯეიდი სულ ერთი წამით შეაყოვნა, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჯეისენ სოლოს მისთვის მოწამლული ისარი ესროლა და გაქცეულიყო. შხამმა მარა ჯეიდ სქაიუოკერს მოძრაობის უნარი წაართვა და ის ნელ-ნელა და წამებით აღესრულა.

ჯეისენ სოლო კი დართ კაიდუსის (Darth Caedus) სახელით სითჰების ლორდი გახდა, ხოლო ბენ სქაიუოკერი დაიმოწაფა.

გალაქტიკური ალიანსის მცველების მიერ ქალ ომასის დააპატიმრების შემდეგ, ჩა ნიათალი სახელმწიფოს მეთაური გახდა,  ჯეისენ სოლო კი თავის თანამმართველად გამოაცხადა.

ამან ალიანსში ახალი განხეთქილება გამოიწვია. ჯედაები ორ ნაწილად გაიყვნენ – ერთნი ჯეისენ სოლოს მხარეს დადგნენ, მეორენი კი, ლიუკ სქაიუოკერის მეთაურობით, ფაქტობრივად, კორელიანელების მხარეს გადავიდნენ. ალიანსს განუდგნენ ვუკიებიც. ალიანსის ფლოტმა ჯეისენ სოლოს მეთაურობით ვუკიების პლანეტა კაშიიკზე (Kashyyyk) მიიტანა იერიში. ამ ბრძოლის დროს ლიუკ სკაიუოქერი ჯეისენ სოლოს მოკვლას შეეცადა – ისინი ლაზერის მახვილებით ეკვეთენ ერთმანეთს, მაგრამ, მიუხედავად ორმხრივი ჭრილობებისა, ამ ორთაბრძოლაში არც ერთი დაღუპულა. მთლიანად კაშიიკის ბრძოლაც უშედეგოდ დამთავრდა. გადამწყვეტი უპირატესობა ვერც ერთმა მხარემ ვერ მოიპოვა.

ლიუკ სქაიუოკერმა შვილს უთხრა, რომ დედამისი სწორედ ჯეისენ სოლომ მოკლა. ლედი ლუმიამ სცადა ლიუქ და ბენ სქაიუოკერს შორის უთანხმოება ჩამოეგდო და მარა ჯეიდის მკვლელობა თავად დაიბრალა. ლიუკ სქაიუოკერი შეებრძოლა მას და მოკლა… თუმცა, ლუმიას მაინცადამაინც ორთაბრძოლისას თავი არ გამოუდვია – უცნობია, თუ რატომ დანებდა ის ბედს, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, მას ლიუკ სქაიუოკერისთვის, პრაქტიკულად, წინააღმდეგობა არ გაუწევია.Tahiri Veila

მოგვიანებით ბენ სქაიუოკერი გალაქტიკური ალიანსის მცველებმა შეიპყრეს. დართ  კაიდუსმა და მისმა ახალმა მოწაფემ, ჯედაი ტაჰირი ვეილამ (Tahiri Veila) ბენი აწამეს და მისი ხელახლა გადაბირება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

კაშიიკის ბრძოლის შემდეგ ჩა ნიათალმა ჯედაებთან მორიგება სცადა. ლიუკ სქაიუოკერმა მას ჯეისენ სოლოს ჩამოცილების ულტიმატული წაუყენა. ნიათალმა ბრძანება გასცა, რომ სამხედრო ძალები ჯეისენს არ დამორჩილებოდნენ, მაგრამ მისი ბრძანება მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. ჯედაების მსგავსად, ალიანსის სამხედრო ძალებიც შუაზე გაიხლიჩა – ნაწილი ჩა ნიათალის ერთგული დარჩა, მეორე ნაწილი კი – სოლოსი.

ლიუკ სქაიუოკერმა დახმარებისთვის კვლავ გილად პელაეონს მიმართა, ის კი იმპერიის ყოფილ ადმირალს ნატასი დაალას დაუკავშირდა. საბოლოოდ პრინციპით ყველა – ერთის წინააღმდეგ: ჯედაების, იმპერიის ძალების, ვუკიების, კორელიანელების, ჰეიფსის კონსორციუმის, მანდალორიანელების დიდი კოალიცია შედგა, რომელმაც 40-41 ABY დართ კაიდუსის წინააღმდეგ რამდენიმე ბრძოლა გამართა.

Jaina vs Jacen-Caedus ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა, უპირატესობა მაინც ჯეისენ სოლოს მხარეს იყო – მან კურესანტის დაპყრობაც კი მოახერხა. ამასთან 41 ABY ტაჰირი ვეილამ გრანდ-ადმირალი პელაეონი მოკლა და მოფების გადაბირებაც მოახერხა, მაგრამ მანდალორიანელთა სამხედრო ფლოტმა ადმირალ დაალას მეთურობით მემაბოხე მოფებისა და დართ კაიდუსის ძალებზე გადამწყვეტი იერიში მიიტანა.  ამ შეტევამ ომის ბედში  გარდატეხა შეიტანა და  საბოლოო გამარჯვება კოალიციას დარჩა. ნატასი დაალამ მოფები დახოცა, თავად დართ კაიდუსი კი მისმავე დამ, ჯაინა სოლომ მოკლა. ორთაბრძოლა ხომალდ “ანაკინ სოლოზე” შედგა. მომქანცველი ბრძოლის შემდეგ, ფეხში დაჭრილმა დართ კაიდუსმა ხმალი გადააგდო, ჯაინა სოლომ კი ბრძოლა არ შეწყვიტა და ძმა მოკლა… თუმცა, შემდეგ იგრძნო, რომ სიკვდილის წინ კაიდუსმა ბნელი მხარე დაძლია და კვლავ ჯეისენ სოლოდ იქცა, მაგრამ, უკვე გვიან იყო.

მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი დასრულდა.

გალაქტიკური ალიანსის სახელმწიფოს მეთაურად ნატასი დაალა აირჩიეს, თუმცა კორელიანელები, ჰეიფსის კოალიცია და ახალი იმპერიის დიდი ნაწილი ალიანსში აღარ დაბრუნდა.Daala1

ნატასი დაალა, უპირველეს ყოვლისა, მოწინააღმდეგეებს გაუსწორდა. ეს, პირველ  რიგში, გალაქტიკური ალიანსის მცველეები იყვნენ. შეიპყრეს და გრანდ-ადმირალ პელაეონის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს ტაჰირი ვეილაც (პელაეონი, თავის დროზე, სწორედ დაალამ დააწინაურა და ისინი ახალი იმპერიისა და ახალი რესპუბლიკის ომის წლებში მხარდამხარ იბრძოდნენ. ამზე ადრე უკვე ვწერდი). დაალა არც ლოიალური ჯედაების მიმართ იყო კეთილგანწყობილი.  შერისხულთა შორის აღმოჩნდა თვით ლიუკ სქაიუოკერი, რომელიც 43 ABY ჯერ დააპატიმრეს, მოგვიანებით კი ჯედაების ორდენიდან და კურესანტიდან განდევნეს. მას დევნილობაში ვაჟი – ბენ სქაიუოკერიც გაყვა.

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

About these ads

~ by Lord Vader on December 2, 2009.

One Response to “გალაქტიკური ისტორია: მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი (part 2)”

  1. Dzalian saintereso iko. veli gagrdzelebs. ;)

    Like

Comments are closed.

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 181 other followers

%d bloggers like this: