გალაქტიკური ისტორია: მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი (part 1)

კილიკების დამარცხების შემდეგ, ქალ ომასი თავისი ხელისუფლების გაძლიერებას შეეცადა – მას ალიანსის მმართველობის მეტი ცენტრალიზება სურდა, რაც, როგორც ჯედაების, ასევე ალიანსში შემავალი, დღევანდელი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, სუბიექტების უკმაყოფილებას იწვევდა. ომასს იმპერიის აღდგენაში სდებდნენ ბრალს.

კორელიანელებმა, რომლებმაც თავის დროზე იმპერიის დამარცხებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს, ქალ ომასის მიერ გაზრდილი გადასახადების გადახდაზე უარი განაცხადეს. ამავე დროს, ალიანსისთვის ცნობილი გახდა, რომ კორელიანელები სამხედრო ფლოტის გაძლიერებითა და იარაღის წარმოებით იყვნენ დაკავებულნი.

40 ABY ალიანსის ფლოტსა და კორელიანელთა ფლოტს შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა.

ომის თავიდან აცილების მიზნით, მხარეები მოლაპარაკებებს შეეცადნენ. თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაციის უმაღლესი მთავარსარდალი გილად პელაეონი (რომელიც თავად კორელიანელი იყო) გალაქტიკურ სადგურ ტორიაზზე (Toryaz Station) კორელიის სისტემის პრემიერ-მინისტრ აიდელ საქსანს (Aidel Saxan) შეხვდა. მოლაპარაკებების მეორე დღეს სადგურზე იერიში დართ ვეიდერის მოწაფემ, იმპერატორის ყოფილმა ხელმა და სითჰების შავმა ლედიმ, ლუმიამ (Lumiya) მიიტანა. მან მოკლა პრემიერი საქსანი და როგორც ერთი, ისე მეორე დელეგაციის რამდენიმე წევრი, თუმცა პელაეონის მოკვლა თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს.

ლუმია – კურესანტზე დაიბადა და ადამიანთა რასიდან იყო.Lady Lumiya ის, იმპერიის წლებში, ლორდმა ვეიდერმა დაიმოწაფა და, მოგვიანებით, პალპატინს წარუდგინა. ვეიდერის რეკომენდაციით, ლუმია “იმპერატორის ხელი” გახდა. მას შემდეგ, რაც მისი ხომალდი კატასტორფაში მოყვა, დართ ვეიდერმა, დაზიანებული სხეულის ნაწილები კიბერნეტიკული ორგანიზმით შეუცვალა. ლედი ლუმიას იარაღი, არა მახვილი, არამედ მის მიერვე შექმნილი ლაზერის სახრე იყო. ლუმიას მოწაფე იყო კარნორ ჯაქსი (რომელზედაც ადრეულ ეპიზოდებში ვწერდი). ჯაქსის დამარცხებისა და რესპუბლიკისა და იმპერიის დაზავების შემდეგ, ლედი ლუმიას კვალი კარგა ხნით თითქმის იკარგება.

პრემიერ საქსანის დაღუპვის შემდეგ ხელისუფლება თრაკან სალ-სოლომ (Thrackan Sal-Solo) ჩაიგდო ხელში. ის ჰან სოლოს ნათესავი, როგორც ჩვენ ვეძახით – გარე ბიძაშვილი იყო. სალ-სოლომ თავი კორელიის უმაღლეს ხელისუფლად გამოაცხადა და ალიანსის წინააღმდეგ შეტევის ბრძანება გასცა. ტრალუსის (Tralus) ბრძოლა დაპირისპირებულ მხარეთა შორის პირველი შეტაკება და მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომის დასაწყისად იქცა. ამ ბრძოლაში გამარჯვება კორელიანელებს დარჩათ, ალიანსის ფლოტი უკუიქცა, ჰან სოლო კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მის ხომალდზე მიტანილი იერიშის შემდეგ.

Cha Niathal მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით, ომასმა უმაღლესი მთავარსარდლის, ჩა ნიათალის (Cha Niathal) რჩევით, საიდუმლო პოლიცია – გალაქტიკური ალიანსის მცველთა (Galactic Alliance Guard) სპეციალური სამსახური შექმნა, რომელსაც სათავეში ჯეისენ სოლო ჩაუდგა. მაგრამ, სინამდვილეში, ჩა ნიათალს თავისი მიზნები ამოძრავებდა – ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტს უმიზნებდა.

ამასობაში სალ-სოლო მისი მრჩევლის, დარ გეჯენის (Dur Gejjen) მიერ მიგზავნილი მკვლელების ხელით დაიღუპა და გეჯენი კორელიის პრეზიდენტი გახდა. მას ომის შეწყვეტა სურდა და ქალ ომასთან მოლაპარაკებები გამართა – სინამდვილეში, გეჯენის სურვილი იყო ზავის დადება და მოგვიანებით უეცარი დარტყმით ალიანსის განადგურება. ეს ზრახვები ცნობილი გახდა ჩა ნიათალისთვის, მაგრამ მან მომენტის თავის სასარგებლოდ გამოყენება განიზრახა – გადაწყვიტა, ომასი ღალატში დაედანაშაულებინა და პოსტიდან ჩამოშორებინა. ნიათალი დიდი ავტორიტეტითა და პოპულარულობით სარგებლობდა – ის გილად პელაეონის აღზრდილი იყო და ასაკისა და ჯანმრთელობის გამო თადარიგში გასული გრანდ-ადმირალის მიერ საკუთარ შემცვლელად დასახელებულს, არმიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. ამავე დროს, მან ომასსა და ჯედაებს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოებით ისარგებლა და ჯეისენ სოლოც მიიმხრო.

ჯეისენ სოლოს დავალებით, ლიუკ სქაიუოკერისა და მარა ჯეიდ სქაიუოკერის ვაჟმა, ბენ სქაიუოკერმა (Ben Skywalker) გეჯენი მოკლა, ქალ ომასი კი გალაქტიკური ალიანსის მცველებმა დააპატიმრეს.

(მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი. ნაწილი 2)

Creative Commons License © Lord Vader*Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

About these ads

~ by Lord Vader on November 17, 2009.

One Response to “გალაქტიკური ისტორია: მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი (part 1)”

  1. Dzalian sainteresoa. veli gagrdzelebas. ;)

    Like

Comments are closed.

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 180 other followers

%d bloggers like this: