Thanks, Disney!!!

•November 4, 2012 • Comments Off

რასაც ამდენი ხანი ველოდით, უკვე რეალობაა!

კომპანია უოლთ დიზნიმ შეისყიდა ლუქას ფილმზი და აპირებს ვარსკვლავური ომების საგის გაგრძელებას.

როგორც გვპირდებიან, მინიმუმ 3 ეპიზოდს გადაიღებენ და მე-7 ეპიზოდი ეკრანებზე უკვე 2015 წელს გამოვა.

გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის დაბრუნება

•June 26, 2011 • Comments Off

darth-wyyrlokდართ კრაიტის მოკვლის შემდეგ დართ უირლოკმა თავისი რაზმით კორიბანს მიაშურა, სადაც ერთი სითჰის სხეული აკლდამაში მოათავსა, სხვებს კი განუცხადა, რომ იმპერატორი ლეთარგიულ ძილს მიეცა და მის გაღვიძებამდე იმპერიის მართვა საკუთარ ხელში აიღო. მან შეძლო დართ სტრაიფის, იმპერიის მთავარი მოფის, მორლიშ ვიდისა და საიმპერიო მისიის (იმპერიის დიპლომატიური სამსახურის) ხელმძღვანელის, კონრად რუსის (Konrad Rus) დარწმუნება, თუმცა დართ კრაიტის კიდევ ერთი თანამებრძოლი, დართ მალადი ეჭვებმა შეიპყრო. მან თავისი შიში დართ ნიჰილს გაუმხილა და დაარწმუნა, კორიბანზე გამგზავრებულიყო და სიმართლე გამოერკვია.

ამასობაში დართ უირლოკმა საბოლოო პროტოკოლი გამოსცა, რაც პლანეტა მონ კალამარიზე ყველა ცოცხალი არსების განადგურებას გულისხმობდა.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის დაბრუნება’

გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია (ნაწილი 2)

•April 16, 2010 • 6 Comments

გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია (ნაწილი 1)

Roan Felროან ფელის დამხობისა და ჯედაების დამარცხების შემდეგ, დართ კრაიტის ხელში აბსოლუტური ძალაუფლება მოექცა. ის გახდა იმპერატორი, ერთი სითჰის ორდენის მეთაური, მოფების საბჭოს თავმჯდომარე და კურესანტის დაცვის ფლოტის მთავარსარდალი. მისი მიზანი სითჰების ახალი იმპერიის შექმნა იყო, ბევრად  აღმატებულის, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა, თუმცა, ამ გეგმების განხორციელებას ტახტიდან ჩამოგდებული იმპერატორი როან ფელი აღუდგა წინ. კრაიტმა მისი ორეული მოკლა მხოლოდ, მაშინ როდესაც იმპერატორმა,  საიმპერატორო გვარდიის მებრძოლებთან ერთად, პლანეტა ბასტიონს (Bastion) შეაფარა თავი. მალე ფელს მისი ერთგული მეომრები, დართ ნილს გადარჩენილი ჯედაები და დართ კრაიტის აღზევებით უკმაყოფილო სხვადასხვა ჯურის მეამბოხენი შეუერთდნენ. მოფებს შორისაც იყვნენ ისეთნი, ვინც კვლავ დამხობილ იმპერატორს ემხრობოდნენ. Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია (ნაწილი 2)’

გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია

•March 19, 2010 • 1 Comment

ფელების დინასტიის დამხობის შემდეგ დართ კრაიტმა სითჰების იმპერიის აღდგენა გამოაცხადა.

Darth Krayt on throne დართ კრაიტი იყო გამოჩენილი ჯედაი და ანაკინ სქაიუოკერის სიყრმის მეგობარი -  გენერალი აშარად ჰეთი (A’Sharad Hett). კლონების ომის დროს ის რესპუბლიკის არმიას სარდლობდა და ბრძოლებში თავიც გამოიჩინა. დართ სიდიუსის და დართ ვეიდერის მიერ მოწყობილი ჯედაების ჟლეტვის დროს მან მშობლიურ ტატუინს შეაფარა თავი და იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაიწყო მზადება, ამავე დროს ჯედაი საკუთარ ტომს ჩაუდგა სათავეში და ტატუინზე შემოჭრილი სხვა რასების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო. ობი-ვან კენობი, რომელიც აგრეთვე გადაურჩა სითჰებს, ფიქრობდა, რომ შურისძიების სურვილი სულ უფრო მეტად ეუფლებოდა აშარადის სულს და ის, თანდათანობით, ბნელი ძალის მხარეს გადადიოდა. Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: დართ კრაიტის იმპერია’

გალაქტიკური ისტორია: ფელების იმპერია

•February 10, 2010 • 5 Comments

მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომის შემდეგ ჰეიფსის კონსორციუმმა თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია დატოვა, ამდენად, ფედერაციის შემადგენლობაში Jagged Felმხოლოდ ახალი რესპუბლიკა და ახალი იმპერია დარჩნენ. გალაქტიკური ალიანსის სახელმწიფოს მეთაური ნატასი დაალა გახდა.

43 ABY ახალი იმპერიის სათავეში ფელის დინასტია მოექცა. ჯაგედ ფელი (Jagged Fel), რომელიც თავის დროზე კილიკების წინააღმდეგ ჩისების მხარეს იბრძოდა, მოგვიანებით კი, ჯედაების მხარდამხარ – დართ კაიდუსის წინააღმდეგ, მოფებმა იმპერატორად გამოაცხადეს. მან მიზნად იმპერიის გაძლიერება განიზრახა, ოღონდ – ომის გარეშე. ფორმალურად ახალ იმპერიას ალიანსი არ დაუტივებია, მაგრამ სულ უფრო მეტად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა და თავის გავლენას აფართოებდა.

43–130 ABY ფელების იმპერიის წლებია. Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: ფელების იმპერია’

გალაქტიკური ისტორია: მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი (part 2)

•December 2, 2009 • 1 Comment

(მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი.  ნაწილი პირველი)

Jacen Solo გალაქტიკურ სადგურ ტორიაზზე, სადაც ალიანსელთა და კორელიანელთა შორის მოლაპარაკებები მიმდინარებდა, რომლის დროსაც ლუმიამ პრემიერი საქსანი მოკლა, ჯეისენ სოლომ ძველ ხელნაწერს მიაგნო. ეს სითჰების საიდუმლო სწავლება იყო. ჯეისენს სურდა, დაუფლებოდა ამ საიდუმლოს, თითქოს ეს მტრების დამარცხებაში უნდა დახმარებოდა, თუმცა, სინამდვილეში, მისი სული ნელ-ნელა ბნელმა მხარემ მოიცვა. მას ესიზმრებოდა, როგორ ებრძოდა და ამარცხებდა ბიძას…  ლედი ლუმიამ ჯეისენ სოლო, მისი მოწაფე და შეყვარებული ნელანი დინი (Nelani Dinn) და ბენ სქაიუოქერი პლანეტა ბიმიელის (Bimmiel) მახლობელ ასტეროიდზე შეიტყუა და თავისი ვინაობა გაუმხილა. ნელანი დინმა მისი მოკვლა სცადა, მაგრამ სოლომ ლუმია დაიცვა და ჯედაი მოკლა. ამის შემდეგ ის ლედი ლუმიას მოწაფე გახდა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გალაქტიკური ალიანსის მცველთა ორდენის შექმნამდე მოხდა. Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი (part 2)’

გალაქტიკური ისტორია: მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი (part 1)

•November 17, 2009 • 1 Comment

კილიკების დამარცხების შემდეგ, ქალ ომასი თავისი ხელისუფლების გაძლიერებას შეეცადა – მას ალიანსის მმართველობის მეტი ცენტრალიზება სურდა, რაც, როგორც ჯედაების, ასევე ალიანსში შემავალი, დღევანდელი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, სუბიექტების უკმაყოფილებას იწვევდა. ომასს იმპერიის აღდგენაში სდებდნენ ბრალს.

კორელიანელებმა, რომლებმაც თავის დროზე იმპერიის დამარცხებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს, ქალ ომასის მიერ გაზრდილი გადასახადების გადახდაზე უარი განაცხადეს. ამავე დროს, ალიანსისთვის ცნობილი გახდა, რომ კორელიანელები სამხედრო ფლოტის გაძლიერებითა და იარაღის წარმოებით იყვნენ დაკავებულნი.

40 ABY ალიანსის ფლოტსა და კორელიანელთა ფლოტს შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი (part 1)’

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 44 other followers